სემ კესი: გინდათ ბავშვებმა კარგად ისწავლონ? კარგად გამოკვებეთ ისინი

TED Talks Live

სემ კესი: გინდათ ბავშვებმა კარგად ისწავლონ? კარგად გამოკვებეთ ისინი

November 2, 2015


რის სწავლას ველით ჩვენი ბავშვებისგან, როცა ისინი ან მშივრები არიან, ან მათი კვების რაციონი, შაქრით სავსეა და საკვები ნივთიერებებისგან დაცლილი? თეთრი სახლის ყოფილი შეფ-მზარეული და სასურსათო პოლიტიკის ექსპერტი სემ კესი მსჯელობს სკოლის როლზე მოსწავლეების არა მხოლოდ გონების, არამედ სხეულის კვებაშიც.

სოფია ჯავედ-უესელი: ტყუილები, რომლებსაც ორსულ ქალებს ვეუბნებით

TEDxOmaha

სოფია ჯავედ-უესელი: ტყუილები, რომლებსაც ორსულ ქალებს ვეუბნებით

October 8, 2016


"როდესაც ქალებს ვეუბნებით, რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს, სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი სექსუალური სიამოვნება მნიშვნელოვანი არ არის... რომ ქალი ფაქტიურად არაა მნიშვნელოვანი" - ამბობს სექსის მკლევარი სოფია ჯავედ-უესელი. ამ თვალის ამხილველ საუბარში, ჯავედ-უესელი ამსხვრევს ჩვენს შეხედულებებს ორსულობისა და სიამოვნების შესახებ. ის გვაჩვენებს ქალებს, სექსსა და ძალაუფლების სისტემებს შორის დამოკიდებულებას.

ერიკა გრეგორი: მსოფლიოს მეტი ბირთვული იარაღი არ სჭირდება

TEDWomen 2016

ერიკა გრეგორი: მსოფლიოს მეტი ბირთვული იარაღი არ სჭირდება

October 28, 2016


დღესდღეობით 9 ქვეყანა ჯამში 15 000-ზე მეტ ბირთვულ იარაღს აკონტროლებს. თითოეული მათგანი ჰიროსიმასა და ნაგასაკიში გამოყენებულ იარაღზე 100-ჯერ ძლიერია. ჩვენ მეტი ბირთვილი იარაღი არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ახალი თაობა, რომელიც ათწლეულების წინ წამოწყებულ განიარაღების გამომწვევას დაასრუელებს. ბირთვული რეფორმატორი ერიკა გრეგორი მიმართავს ამჟამინდელ ლიდერებს, მათ, ვინც ცივ ომს და ბირთვული აფეთქებისგან დასაცავ წრთვნებს არ მოსწრებია და მოუწოდებს, რომ მისდიონ ამბიციურ მიზანს და 2045 წლისთვის გაათავისუფლონ მსოფლიო ბირთვული იარაღისგან.

რებეკა ბრაქმანი: შეუძლია წამალს თავიდან აგვაცილოს დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა?

TEDxNewYork

რებეკა ბრაქმანი: შეუძლია წამალს თავიდან აგვაცილოს დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა?

September 10, 2016


გზა უკეთესი წამლისკენ შემთხვევითი, თუმცა რევოლუციური აღმოჩენებითაა გაკვალული. ამ კარგად მოყოლილ ამბავში, იმაზე, თუ როგორ მუშაობს მეცნიერება, ნეორომეცნიერი რებეკა ბრაქმანი გვიზიარებს სიახლეებს მოულოდნელად აღმოჩენილ მკურნალობაზე, რომელსაც თავიდან შეუძლია აგვაცილოს ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. მოუსმინეთ მოულოდნელობებს და განვითარებას.

ლაურა ვანდერკამი: როგორ გამოვიმუშავოთ თავისუფალი დროის კონტროლი

TEDWomen 2016

ლაურა ვანდერკამი: როგორ გამოვიმუშავოთ თავისუფალი დროის კონტროლი

October 27, 2016


კვირაში 168 საათია. როგორ ვპოულობთ დროს იმისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია? დროის მართვის ექსპერტი ლაურა ვანდერკამი იკვლევს, თუ როგორ ატარებენ დაკავებული ადამიანები თავიანთ ცხოვრებას. მან აღმოაჩინა, რომ ბევრი ჩვენგანი გადაჭარბებით აფასებს საკუთარ ვალდებულებებს, მაშინ როცა საკმარისად ვერ აფასებს საკუთარი თავისთვის დათმობილ დროს. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქმისთვის, მეტი დროის გამონახვის რამდენიმე პრაქტიკულ ხერხს გვთავაზობს, იმისთვის რომ შევძლოთ "სასურველი ცხოვრების მოწყობა, იმ დროში რაც გვაქვს."

შერონ ბრაუსი: დროა დავიბრუნოთ რელიგია

TEDWomen 2016

შერონ ბრაუსი: დროა დავიბრუნოთ რელიგია

October 28, 2016


ახლა, როდესაც თითქოს მსოფლიო უკონტროლო ხდება, რელიგია შეიძლება შეუსაბამოდ, ან პრობლემის ნაწილად ჩანდეს, მაგრამ რაბინ შერონ ბრაუსს მიაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია იგი თანამედროვე ცხოვრების საჭიროებების შესაბამისად განვაახლოთ. ამ მგზნებარე გამოსვლაში, ბრაუსი გაცოცხლებული რელიგიური პრაქტიკის ოთხ პრინციპს გვიზიარებს და გვთავაზობს, რომ ყველა სახის რწმენა გამოვიყენოთ, როგორც კონტრ-ნარატივი ძალადობის, ექსტრემიზმისა და პესიმიზმის წინააღმდეგ.

ვეერლე პროვუსტი: მიიჩნევენ ბავშვები, სპერმის დონორებს ოჯახის წევრებად?

TEDxGhent

ვეერლე პროვუსტი: მიიჩნევენ ბავშვები, სპერმის დონორებს ოჯახის წევრებად?

June 18, 2016


როგორ განვსაზღვრავთ მშობელს, ან ოჯახს? ბიოეთიკოსი ვეერლე პროვუსტი ამ კითხვებს იკვლევს არატრადიციული ოჯახების კონტექსტში, რომლებიც შვილად აყვანის, მეორე ქორწინების, სუროგატი დედების, ან სპერმის დონაციის შედეგად არიან ერთად. ამ საუბარში ის გვიზიარებს, თუ როგორ ქმნიან მშობლები და ბავშვები საკუთარი ოჯახების ისტორიებს.

კეიტ ადამსი: 4 შთამბეჭდავი გაკვეთილი სერიალებიდან

TED@UPS

კეიტ ადამსი: 4 შთამბეჭდავი გაკვეთილი სერიალებიდან

September 15, 2016


საპნის ოპერები და ტელენოველები შეიძლება გაბერილი და გაზვიადებული იყოს, მაგრამ როგორც კეიტ ადამსი გვიჩვენებს, ისინი ხშირად ირეკლავენ რეალური ცხოვრების ინტენსივობასა და დრამას. სერიალ "დედამიწა რაზეც დგას"-ის რეჟისორის ყოფილი მოადგილე კასტინგის საკითხებში, ადამსი გვიხსნის: "საპნის ოპერები გვასწავლიან, რომ განვდევნოთ ეჭვი და ვირწმუნოთ ჩვენი უნარების: სიმამაცის, დაუცველობის, შეგუებადობის და გამძლეობის. ამ გამოსვლაში, ის გამოყოფს 4 ცხოვრებისეულ გაკვეთილს და გვახსენებს, რომ არასოდესაა გვიანი შევცვალოთ ჩვენი ისტორია.

ჯო ლასიტერი: კლიმატური ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად, ატომური ენერგია გვჭირდება

TEDSummit

ჯო ლასიტერი: კლიმატური ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად, ატომური ენერგია გვჭირდება

June 28, 2016


ჯო ლასიტერი სიღრმისეულად მოაზროვნე და პირდაპირი პიროვნებაა, რომელიც კონცენტრირდება დაბალ ხარჯიანი ენერგიის სუფთა, დაცული და ნახშირბად-ნეიტრალური წყაროების განვითარებაზე. მსოფლიოს ენერომომარაგების მისეული ანალიზი, ატომური ენერგიის მწვავე საკითზე ფოკუსირდება, მათ შორის ატომური სადგურების ახალ დიზაინებზე, რომლებიც ეკონომიკურ კონკურენციას გაუწევენ წიაღისეულ საწვავს. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ატომური ენერგია უფრო უსაფრთხო და იაფი გავხადოთ, ვიდრე ეს წარსულში იყო, ამბობს ლასიტერი. ახლა, ჩვენ გეზი ამ მიმართულებით უნდა ავიღოთ.

სტივენ ჯონსონი: გართობის ჯადოსნური სამყარო და ინოვაციები

TED Studio

სტივენ ჯონსონი: გართობის ჯადოსნური სამყარო და ინოვაციები

October 21, 2016


გამოგონების საფუძველი ხომ საჭიროებაა? მართალი გითხრათ, ყოველთვის არა. სტივენ ჯონსონი გვიჩვენებს, რომ კომპიუტერისმაგვარი იდეები და ტექნოლოგიები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს, სულაც არ შექმნილა საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ უცნაური გართობის სურვილიდან. გააზიარე ეს შთამბეჭდავი, ილუსტრირებული მოგზაურობა ინოვაციების ისტორიაში. აღმოჩნდა, რომ იქ იპოვი მომავალს, სადაც ადამიანები ყველაზე კარგად ერთობიან.

ჯენ ბრეა: რა ხდება, როცა ექიმები დიაგნოზს ვერ გისვამენ

TEDSummit

ჯენ ბრეა: რა ხდება, როცა ექიმები დიაგნოზს ვერ გისვამენ

June 27, 2016


ხუთი წლის წინ, TED-ის სტიპენდიანტი, ჯენ ბრეა, მიალგიური ენცეფალომიელიტით დაავადდა, რომელიც ქრონიკული დაღლილობის სინდრომად არის ცნობილი. დამაუძლურებელი დაავადება, მნიშვნელოვნად აფერხებს უბრალო აქვიტობებს და მძიმე დღეეებში ზეწრის შრიალის ხმასაც კი აუტანელს ხდის. ამ ტკივილით სავსე გამოსვლაში, ბრეა აღწერს იმ დაბრკოლებებს, რომლებსაც ამ დაავადების მკურნალობის ძიებაში გადააწყდა. დაავადების, რომლის საწყის მიზეზები და ფიზიკური ზემოქმედება სრულად არ გვესმის. ის ასევე გვიყვება საკუთარ მისწრაფებაზე, დოკუმენტურად აღწეროს იმ პაციენტების ცხოვრება, რომელთა განკურნებაც მედიცინას უჭირს

ჰეკტორ გარსია: ჯარისკაცებს ომისთვის ვწვრთნით. მოდით, ისინი შინ დასაბრუნებლადაც გავწვრთნათ

TED Talks Live

ჰეკტორ გარსია: ჯარისკაცებს ომისთვის ვწვრთნით. მოდით, ისინი შინ დასაბრუნებლადაც გავწვრთნათ

November 4, 2015


"სანამ მეომრები საბრძოლველად გაიგზავნებიან, მათ წვრთნიან, თუ როგორ იარსებონ ძალიან სახიფათო გარემოში. თუმცა, მათ ასევე სჭირდებათ მომზადება, თუ როგორ დაუბრუნდნენ ბრძოლის ველიდან სამოქალაქო ცხოვრებას"-ამბობს ფსიქოლოგი ჰეკტორ გარსია. იმავე პრინციპების გათვალისწინებით, რომლითაც ჯარისკაცები ომისთვის ემზადებიან, გარსია ეხმარება ომის ვეტერანებს, რომლებიც პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებიან, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

სუზან ბარაკატი: ისლამოფობიამ მოკლა ჩემი ძმა. მოდით დავასრულოთ სიძულვილი

TEDWomen 2016

სუზან ბარაკატი: ისლამოფობიამ მოკლა ჩემი ძმა. მოდით დავასრულოთ სიძულვილი

October 28, 2016


2015 წლის 10 თებერვალს, სუზან ბარაკატის ძმა დია, მისი ძმის ცოლი იუსორი და იუსორის და რაზანი, მათმა მეზობლებმა მოკლეს, ჩეპელ ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინაში. დამნაშავეს ჩვენება, რომ კოფლიქტი პარკინგის ადგილის გამო მოუვიდათ, კითხვების გარეშე დატოვა მედიამ და პოლიციამ. ბარაკატების ოჯახმა კი საჯაროდ თქვა სიმართლე და ამ დანაშაულს სიძულვილის მკვლელობაც კი დაარქვა. ისინი მიმართავენ ხალხს, რომ ჩუმად არ იყვნენ, როცა დისკრიმინაციის მომსწრენი გახდებიან, თხოვენ, რომ თანადგომა გამოხატონ მათ მიმართ.

ჰალა ტომასდოტირი: დროა ქალებმა თანამდებობებისთვის იბრძოლონ

TEDWomen 2016

ჰალა ტომასდოტირი: დროა ქალებმა თანამდებობებისთვის იბრძოლონ

October 28, 2016


სითბოთი და მახვილგონივრულობით სავსე ჰალა ტომასდოტირი გვიზიარებს, თუ როგორ მიუდგა მედიის არაობიექტურობას, შეცვალა პოლიტიკური დებატების ტონი და მთელი ერი გააოცა, როდესაც ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რითაც შთააგონა მომავალი თაობის ლიდერები."რასაც ვხედავთ, შეგვიძლია გავხდეთ კიდეც" "მნიშვნელოვანია, რომ ქალები მმართველები იყვნენ"-ამბობს ჰალა ტომასდოტირი.

უანის კაბაჟი: როგორი შეიძლება ყოფილიყო უმძღოლო მსოფლიო?

TED@UPS

უანის კაბაჟი: როგორი შეიძლება ყოფილიყო უმძღოლო მსოფლიო?

September 15, 2016


რა იქნებოდა, საგზაო მოძრაობა ისეთივე შეუფერხებელი და ეფექტური რომ ყოფილიყო, როგორც სისხლის დინება ჩვენ ძარღვებში? ტრანსპორტირების ექსპერტი უანის კაბაჟი ფიქრობს, რომ მომავლის სატრანზიტო სისტემების შემუშავებაშო, შესაძლოა შთაგონების წყაროდ ბიოლოგიის გენიალობა გამოგვადგეს. ამ მომავალზე ორიენტირებულ გამოსვლაში, ის აჯამებს კონცეფციებს როგორებიცაა: მოდულარული; დაშლადი ავტობუსები; მფრინავი ტაქსები და ჩამოკიდებული მაგნიტური სატრანსპორტო ქსელი, რომლებსაც შეუძლიათ დინამიური, უმძღოლო მანქანების შესახებ ოცნება რეალობად აქციონ.

საიუ ბოჯვანი: იმიგრანტების ხმები დემოკრატიას აძლიერებს

TEDNYC

საიუ ბოჯვანი: იმიგრანტების ხმები დემოკრატიას აძლიერებს

September 7, 2016


პოლიტიკაში წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია და ამიტომაც უნდა ავირჩიოთ ლიდერები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის მრავალფეროვნებას და იღებენ მის მულტიკულტურულ გარემოს"- ამბობს საიუ ბოჯვანი. ამერიკის მოქალაქედ გახდომის საკუთარ ისტორიაზე დაყრდნობით, იმიგრაციის სწავლული გვიმხელს, თუ როგორ იქცა მისი სიყვარული და საკუთარი ქვეყნისთვის თავდადება, პოლიტიკური ცვლილების მამოძრავებელ ძალად. "ჩვენ ვიბრძოლეთ, რომ აქ ვყოფილიყავით"- ამბობს ის და იმიგრანტებს მოქმედებისაკენ მოუწოდებს - "ეს ჩვენი ქვეყანაც არის".

ჯონ მაკვორტერი: უცხო ენის შესწავლის 4 მიზეზი

TED2016

ჯონ მაკვორტერი: უცხო ენის შესწავლის 4 მიზეზი

February 16, 2016


ინგლისური მსოფლიოს საყოველთაო ენად ყალიბდება და ამასთან ერთად სწრაფი თარგმანის ტექნოლოგიები ყოველწლიურად უმჯობესდება. მაშ, რატომ უნდა შევიწუხოთ თავი უცხო ენის შესასწავლად? კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინგვისტი, ჯონ მაკვორტერი უცხო ენის შესწავლის ოთხ სასარგებლო თვისებაზე გვესაუბრება.

სემ ჰერისი: შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი ისე, რომ მასზე კონტროლი არ დავკარგოთ?

TEDSummit

სემ ჰერისი: შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი ისე, რომ მასზე კონტროლი არ დავკარგოთ?

June 26, 2016


გეშინიათ ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტის? ნეირომეცნიერი და ფილოსოფოსი სემ ჰერისი ამბობს, რომ უნდა გვეშინოდეს და არა მხოლოდ თეორიულად. ჩვენ სუპერ მანქანების აგების გზას ვადგავართ, მაგრამ ჯერ არ შევჭიდებივართ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი რამის შექმნასთან, რაც შეიძლება ისე მოგვეპყროს, როგორც ჩვენ ვეპყრობით ჭიანჭველებს, ამბობს ჰერტისი.

დანი დორლინგი: რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ

TEDxExeter

დანი დორლინგი: რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ

April 15, 2016


როგორ გამოიყურება მსოფლიო, როდესაც მას მონაცემების გამოყენებით წარმოვადგენთ? სოციალური გეოგრაფი დანი დორლინგი გვიწვევს, რათა მსოფლიო ახლიდან დავინახოთ. მისი თვალწარმტაცი და სიღრმისეული რუკები გვიჩვენებენ დედამიწას, როგორიც არის ის სინამდვილეში: დაკავშირებული, მუდმივად ცვალებადი და განსაცვიფრებელი ადგილი, რომელზეც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. თქვენ აღარასოდეს შეხედავთ რუკას იმავე თვალით.

აბიგეილ მარში: რატომ არის ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად ალტრუისტი?

TEDSummit

აბიგეილ მარში: რატომ არის ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად ალტრუისტი?

June 26, 2016


რატომ აყენებს ზოგიერთი საკუთარ კეთილდღეობას რისკის ქვეშ, სხვების უანგარო დახმარებით? ფსიქოლოგიის მკვლევარი, აბიგეილ მარში, იმ ადამიანების მოტივაციას შეისწავლის, რომლებიც ისეთ უკიდურესად ალტრუისტულ ქმედებებს ახორციელებენ, როგორიცაა სრულიად უცნობისთვის თირკმლის გაცემა. იქნებ მათ უბრალოდ სხვანაირი ტვინები აქვთ?

ალექსანდერ ბეტსი: რატომ მოხდა "ბრექსიტი" და რა ვქნათ შემდეგ?

TEDSummit

ალექსანდერ ბეტსი: რატომ მოხდა "ბრექსიტი" და რა ვქნათ შემდეგ?

June 29, 2016


ჩვენ სამარცხვინოდ არაინფორმირებულები ვართ იმაზე, თუ როგორაა ჩვენი საზოგადოებები დანაწევრებული და "ბრექსიტიც" ამ უყურადღებოდ დატოვებული, გლობალიზაციის მომხრეებს და მისით შეშინებულებს შორის არსებული, ღრმა ნაპრალიდან ამოიზარდა, ამბობს სოციალური მეცნიერი ალექსანდერ ბეტსი. როგორ გავუმკლავდეთ ამ შიშს და მზარდად იმედგამაცრუებელ პოლიტიკურ მმართველობას და ამავე დროს არ გადავვარდეთ ქსენოფობიასა და ნაციონალიზმში? მოუსმინეთ, თუ რას ამბობს ბეტსი "ბრექსიტის" შემდგომ ოთხ ნაბიჯზე უფრო ურთიერთჩართული მსოფლიოსკენ.

ტაბეთა ბოიაჯიანი: სამყაროს ყველაზე იდუმალი ვარსკვლავი

TED2016

ტაბეთა ბოიაჯიანი: სამყაროს ყველაზე იდუმალი ვარსკვლავი

February 16, 2016


შორეულ ვარსკვლავ KIC 8462852-დან მომავალ სინათლეს რაღაც მასიური ბლოკავს, რომელიც დედამიწის ფართობს 1000-ჯერ აღემატება, არავინ იცის რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ასტრონომი ტაბეთა ბოიაჯიანი იკვლევდა, თუ რა უნდა ყოფილიყო ეს უზარმაზარი, ასიმეტრიული კოსმოსური ობიექტი, მისმა კოლეგამ გამოთქვა უჩვეულო ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო უცხოპლანეტელების მიერ აშენებული მეგასტრუქტურა. ასეთ უჩვეულო აზრს, უჩვეულო დასაბუთება სჭირდება. ამ სიტყვაში, ბოიაჯიანი გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორ ადგენენ და ამოწმებენ მეცნიერები ჰიპოთეზას, როდესაც ამოუცნობ მოვლენას შეეჯახებიან.

ალან ადამსი: რას ნიშნავს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა

TED2016

ალან ადამსი: რას ნიშნავს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა

February 15, 2016


მილიარდზე მეტი წლის წინ, შორეულ გალაქტიკაში ორი შავი ხვრელი სპირალში ჩაიკეტა, ისინი უდრეკად გაემართნენ ერთმანეთისკენ და შეეჯახნენ. "მთელი ეს ენერგია უშუალოდ დრო-სივრცის ქსოვილში გაიტყორცნა" ამბობს ფიზიკოს-თეორეტიკოსი ალან ადამსი, "რამაც სამყაროში გრავიტაციული ტალღების ნაკადის აფეთქება გამოიწვია." დაახლოებით 25 წლის წინ მეცნიერთა ჯგუფმა, ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, ასეთი ტიპის ტალღების საძიებოდ, გიგანტური ლაზერული დეტექტორი სახელად LIGO ააშენა. ამ შესანიშნავ გამოსვლაში ადამსი დეტალურად გვიყვება, თუ რა მოხდა 2015 წლის 14 სექტემბერს, როცა LIGO-მ საოცრად პატარა ანომალია დააფიქსირა, რამაც ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთ შთამბეჭდავ აღმოჩენამდე მიგვიყვანა.

ივან კოიოტი: რატომ გვჭრდება გენდერ-ნეიტრალური ტუალეტები

TEDxVancouver

ივან კოიოტი: რატომ გვჭრდება გენდერ-ნეიტრალური ტუალეტები

November 14, 2015


არის რაღაცეები რაც ჩვენ ყველას გვჭრდება: სუფთა ჰაერი, წყალი, საჭმელი, თავშესაფარი, სიყვარული და უსაფრთხო ადგილი მოსაშარდად. ტრანსგენდერებისთვის, რომლებიც არ ჯდებიან გენდერის ბინარულ ნორმაში, საზოგადოებრივი ტუალეტები მღელვარების ერთ-ერთ მთავარი წყაროა. ესაა ადგილი, სადაც ისინი დიდი ალბათობით გახდებიან დაკითხვის, ან დევნის მსხვერპლი. ამ პოეტურად რითმულ გამოსვლაში, ივან კოიოტი ეჭიდება გენდერული იდენტობის რთულ და უაღრესად პირად პრობლემას და აღნიშნავს გენდერ-ნეიტრალური ტუალეტების საჭიროებას ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

იანის ვარუფაკისი: კაპიტალიზმი შეჭამს დემოკრატიას, ხმას თუ არ ამოვიღებთ

TEDGlobal>Geneva

იანის ვარუფაკისი: კაპიტალიზმი შეჭამს დემოკრატიას, ხმას თუ არ ამოვიღებთ

December 8, 2015


გიფიქრიათ, რატომ აღარ არიან პოლიტიკოსები ისეთები, როგორებიც ადრე იყვნენ? რატომაა, რომ თითქოს მთავრობა უძლურია გადაჭრას რეალური პრობლემები? ეკონომისტის და საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის იანის ვარუფაკისის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს-დღეობით შენ შეიძლება იყო პოლიტიკაში, მაგრამ არ გქონდეს ძალაუფლება, რადგან ნამდვილი ძალაუფება მათ უპყრიათ ხელთ, ვინც ეკონომიკას აკონტროლებს. ის ფიქრობს, რომ სუპერ მდიდრები და კორპორაციები პოლიტიკური სფეროს კანიბალიზაციით არიან დაკავებული, რაც ფინანსურ კრიზისს იწვევს. ამ საუბარში მოისმენთ მის საოცნებო სამყაროზე, რომელშიც კაპიტალი და შრომა აღარ ებრძვიან ერთმანეთს: "ისეთზე, რომელიც ერთდროულად ლიბერტარიანულიც არის, მარქსისტულიც და კენზიანურიც"

მაიკლ კიმელი: რატომ არის გენდერული თანასწორობა ყველასთვის კარგი, მათ შორის მამაკაცებისთვისაც

TEDWomen 2015

მაიკლ კიმელი: რატომ არის გენდერული თანასწორობა ყველასთვის კარგი, მათ შორის მამაკაცებისთვისაც

May 29, 2015


დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს სწორია, მაგრამ მაიკლ კიმელს მოჰყავს მოულოდნელი, სახალისო და პრაქტიკული არგუმენტები მამაკაცის და ქალის თანასწორობაზე სამსახურსა და სახლში. ეს არ არის ნულოვანჯამიანი თამაში, არამედ ორივესთვის მომგებიანია და შედეგად მეტი შესაძლებლობა და ბედნიერება მოაქვს ყველასთვის.

ელ სიდი: ქუჩის ხელოვნება იმედისა და მშვიდობის გზავნილით

TED2015

ელ სიდი: ქუჩის ხელოვნება იმედისა და მშვიდობის გზავნილით

March 16, 2015


საფრანგეთში დაბადებული ელ სიდი, რომელსაც ტუნიზიელი მშობლები ჰყავს, სხვადასხვა კულტურების, ენების და იდენტობების აღრევით ტკბება. ეს უმეტესად მის შემოქმედებაში აისახება, რომელიც არაბულ პოეზიას ქუჩის ხელოვნებაში და გრაფიტიში წარმოაჩენს. ამ მგზნებარე გამოსვლაში მხატვარი და აღგვიწერს საკუთარ ამბიციას შექმნას ისეთი ლამაზი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც თარგმანი არ დასჭირდება.

ჯიმი კარტერი: რატომ ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობაა

TEDWomen 2015

ჯიმი კარტერი: რატომ ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობაა

May 29, 2015


აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, მისთვის ჩვეული სიმტკიცით, იხილავს სამ მოულოდნელ მიზეზს იმისა, თუ რატომ ირღვევა კვალვაც ქალთა უფლებები, ამდენი სხვადასხვა ფორმით და მსოფლიოს ამდენ სხვადასხვა ნაწილში - როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. საბოლოოდ რა მიზეზს ასახელებს? "ზოგადად, მამაკაცებს ჰკიდიათ"

ნიკ ბოსტრომი: რა მოხდება, როცა კომპიუტერები ჩვენზე ჭკვიანები გახდებიან?

TED2015

ნიკ ბოსტრომი: რა მოხდება, როცა კომპიუტერები ჩვენზე ჭკვიანები გახდებიან?

March 18, 2015


ხელოვნური ინტელექტი ნახტომისებური სისწრაფით ჭკვიანდება. კვლევების თანახმად, ამ საუკუნეში კომპიუტერულმა ხ.ი.-მა შეიძლება ადამიანის აზროვნებას მიაღწიოს. ამის შემდეგ, ამბობს ნიკ ბოსტრომი, ის ჩვენ დაგვეუფლება: "მანქანური ინტელექტი, კაცობრიობისთვის გამოსადეგი უკანასკნელი გამოგონება იქნება." ფილოსოფოსი და ტექნოლოგი ბოსტრომი, გვთავაზობს კარგად დავფიქრდეთ, მოაზროვნე მანქანებით მართულ მსოფლიოზე, რომელსაც ამჟამად ვქმნით. დაგვეხმარება ჩვენი ჭკვიანი მანქანები ადამიანის სახეობის და ჩვენი ღირებულებების შენარჩუნებაში, თუ ამის მაგივრად მათ საკუთარი ღირებულებები ექნებათ?

ტაკაჰარუ ტეზუკა: საუკეთესო საბავშვო ბაღი რაც კი გინახავთ.

TEDxKyoto

ტაკაჰარუ ტეზუკა: საუკეთესო საბავშვო ბაღი რაც კი გინახავთ.

September 28, 2014


ტოკიოს ამ საბავშვო ბაღში, 5 წლის ბავშვები ქმნიან "საცობს" და ფანჯრები განკუთვნილია სანტას ასაძრომად. ნახეთ მსოფლიოში საუკეთესო საბავშვო ბაღი, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა ტაკაჰარუ ტეზუკამ. თავის მომხიბლავ საუბარში, იგი გვაცნობს პროექტირების პროცესს რომელიც ბავშვებს რთავს ნებას იყვნენ ბავშვები.