TED Talks with Georgian transcript

ჰენრი მარკრამი ქმნის ადამიანის ტვინს სუპერკომპიუტერში

TEDGlobal 2009

ჰენრი მარკრამი ქმნის ადამიანის ტვინს სუპერკომპიუტერში
1,469,354 views

როგორც ჰენრი მარკრამი ამბობს, ძალიან მალე შესაძლებელი იქნება გონების საიდუმლოებების ამოხსნა. ფსიქიური დაავადებები, მეხსიერება, აღქმა: იწარმოება ნეირონებისა და ელექტრული სიგნალებისაგან და ის აპირებს მათ აღმოჩენას სუპერკომპიუტერის საშუალებით რომელსაც შეუძლია ტვინის 100,000,000,000,000 სინაპსის მოდელირება.

ჩიმამანდა ინგოზი ადიჩი: სტერეოტიპების საფრთხის წინაშე

TEDGlobal 2009

ჩიმამანდა ინგოზი ადიჩი: სტერეოტიპების საფრთხის წინაშე
21,248,547 views

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კულტურა, ბევრი ურთიერთგადამკვეთი ისტორიისგან შედგება. მწერალი ჩიმამანდა ადიჩი გვიყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა მისი ნამდვილი ხმა საკუთარ კულტურაში და გვაფრთხილებს, რომ თუ სხვა ადამიანზე, ან ქვეყანაზე ისტორიის მხოლოდ ერთი მხარე ვიცით, დიდი შანსია ჩვენი აღქმა არასრულყოფილი იყოს.

ვილიემ კამკვამბა: როგორ გამოვიყენე ქარი

TEDGlobal 2009

ვილიემ კამკვამბა: როგორ გამოვიყენე ქარი
2,717,871 views

14 წლის ასაკში, სიღარიბეში და შიმშილში, მალავიელმა ბიჭმა ააშენა ჰაერის წისქვილი თავისი ოჯახისთვის. ეხლა, 22 წლის ვილიემ კამკვამბა, რომელიც TED-ის სცენაზე მეორედ გამოდის, ყვება ამაღელვებელ ამბავს გამოგონებაზე, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

დენ ფინქი გვიყვება გასაოცარ მოტივაციის მეცნიერებაზე

TEDGlobal 2009

დენ ფინქი გვიყვება გასაოცარ მოტივაციის მეცნიერებაზე
25,352,736 views

კარიერის ანალიტიკოსი დენ ფინქი ცდილობს მოტივაციის ლაბირინთში გარკვევას, დაწყებული ფაქტებით, რომელიც სოციალური მეცნიერებისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა მენეჯერების უმრავლესობისთვის არა: ტრადიციული ჯილდოები არც ისე ეფექტურია როგორც გვგონია. მოუსმინეთ გონების გამხსნელ ისტორიებს - და შესაძლოა, მომავლის გზას.

ალან დე ბოტონი: წარმატების უფრო კეთილი ფილოსოფია

TEDGlobal 2009

ალან დე ბოტონი: წარმატების უფრო კეთილი ფილოსოფია
7,971,965 views

ალან დე ბოტონი განიხილავს ჩვენს შეხედულებებს წარმატებისა და მარცხის შესახებ - და ეჭვქვეშ აყენებს მათ მიმართ უკვე არსებულ ვარაუდებს. არის თუ არა წარმატება ან თუნდაც მარცხი ყოველთვის დამსახურებული? იგი მიმართავს გონებამახვილ გზას რათა გადავინაცვლოთ სნობიზმის მიღმა და მივაკვლიოთ ნამდვილ სიამოვნებას ჩვენს სამქეში.

ფილიპ ზიმბარდო: დროის ფსიქოლოგია

TED2009

ფილიპ ზიმბარდო: დროის ფსიქოლოგია
1,798,097 views

ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო ამბობს, რომ ბედნიერებას და წარმატებას იმ თვისბებეში აქვს ფესვები გადგმული, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობა იგნორირებას ვუკეთებთ: ის თუ როგორ ვორიენტირებთ წარსულის, აწყმოსა და მომავლის მიმართ. ის დასძენს, რომ ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენს მსოფლმხედველობას დროზე, როგორც ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესების პირველ ნაბიჯს.

რიჩარდ სეინტ ჯონი: "წარმატება განგრძობითი მოგზაურობაა"

TED2009

რიჩარდ სეინტ ჯონი: "წარმატება განგრძობითი მოგზაურობაა"
4,347,745 views

საუბრის დამახასიათებელი, გულწრფელი მანერით, რიჩარდ სეინტ ჯონი შეგვახსენებს, რომ წარმატება ცალმხრივი მოძრაობა არ არის. იგი იშველიებს საკუთარი ბიზნესის წარმატებისა და დაცემის ისტორიას და დემონსტრაციას უკეთებს ღირებულ გაკვეთილს – – როგორც კი ვწყვეტთ მუშაობას, ფსკერზე ვეშვებით.

ჯეი უოკერი: ინგლისურის მსოფლიო მანია

TED2009

ჯეი უოკერი: ინგლისურის მსოფლიო მანია
4,750,949 views

ჯეი უოკერი ხსნის რატომ ცდილობს მსოფლიოში ორი მილიარდი ადამიანი ინგლისურის სწავლას. ის გვიზიარებს ფოტო და შემაჟრჟოლებელ აუდიო მასალას ათასობით ჩინელი სტუდენტისა, როგორ მეცადინეობენ ინგლისურს - 'მსოფლიოს მეორე ენას'.

ჯოაჩიმ დე პოსადა: არ შეჭამო ზეფირი!

TED2009

ჯოაჩიმ დე პოსადა: არ შეჭამო ზეფირი!
3,525,386 views

ამ მოკლე გამოსვლაში TED U-დან, ჯოაჩიმ დე პოსადა გვიზიარებს საკვანძო ექსპერიმენტს სიამოვნების გადავადებაზე -- და როგორ შეუძლია მას წარმატების წინასწარმეტყველება. შესანიშნავი ვიდეოთი, სადაც ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ არ შეჭამონ ზეფირი.

დენ არიელი კითხულობს: ვაკონტროლებთ თუ არა ჩვენ, ჩვენსავე გადაწყვეტილებებს.

EG 2008

დენ არიელი კითხულობს: ვაკონტროლებთ თუ არა ჩვენ, ჩვენსავე გადაწყვეტილებებს.
6,706,559 views

ეკონომისტი დენ არიელი, ავტორი წიგნისა "პროგნოზირებადად ირაციონალური," იყენებს კლასიკურ ვიზუალურ ილუზიებს და საკუთარი კვლევის გასაოცარ (ზოგჯერ კი შოკისმომგვრელ) მიგნებებს რათა გვანახოს, რომ ჩვენ არც იმდენად რაციონალურები ვართ გადაწყვეტილების მიღებისას როგორც ეს ჩვენ გვგონია.

ბრაინ კოქსი: რა წავიდა ცუდად დიდ იადრონულ კოლაიდერზე (LHC)

TED2009

ბრაინ კოქსი: რა წავიდა ცუდად დიდ იადრონულ კოლაიდერზე (LHC)
1,425,948 views

ამ მოკლე საუბარში, რომელიც 2009 წელს გაიმართა TED-ში, ბრაინ კოქსი სუპერკოლაიდერის შესახებ გვაწვდის ახალ ამბებს, რომელც ცერნ-ში მდებარეობს. ის საუბრობს ამჟამინდელ რემონტზე და თუ რას გვპირდება, ეს სამეცნიერო ექსპერიმენტი.

ქემალ მითლი გვიყვება, თუ როგორ გავზარდოთ საკუთარი სუფთა ჰაერი

TED2009

ქემალ მითლი გვიყვება, თუ როგორ გავზარდოთ საკუთარი სუფთა ჰაერი
3,754,416 views

მკვლევარი ქემალ მითლი გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია სამი ჩვეულებრივი ოთახის მცენარის საშუალებით, თუ მათ ოფისის ან სახლის კონკრეტულ ადგილებში დავდგამთ, გაცილებით სუფთა ჰაერი მივიღოთ.

დენ დენეტი: საყვარელი, სექსუალური, ტკბილი, სასაცილო

TED2009

დენ დენეტი: საყვარელი, სექსუალური, ტკბილი, სასაცილო
3,553,924 views

რატომ არიან ბავშვები საყვარლები? რატომ არის ნამცხვარი ტკბილი? ფილოსოფოსი დენ დენეტი მოულოდნელი პასუხებით, გვიზიარებს ევოლუციის არაინტუიციურ მსჯელობას საყვარელ, ტკბილ და სექსუალურ საგნებზე (ასევე ახალ თეორიას მეთიუ ჰარლისგან, თუ რატომ არის ხუმრობა სასაცილო)

ბენჯამინ ვოლასი: ბედნიერების საფასურის შესახებ

Taste3 2008

ბენჯამინ ვოლასი: ბედნიერების საფასურის შესახებ
2,178,942 views

შესაძლებელია ბედნიერების ყიდვა? ამის გასარკვევად, მწერალმა ბენჯამინ ვოლასმა გასინჯა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტები, მათ შორის 1947 წლის ღვინო "შატო შაველ ბლანი", 8 უნცია საქონლის ხორცი "კობე" და განთქმული (გააჩნია როგორ შევხედავთ) ყავა "კოპი ლუაკი". მისმა დასკვნებმა შეიძლება გაგაოცოთ.

მიჰაი ჩიკსენთმიჰაი დინების შესახებ: Mihaly Csikszentmihalyi on flow

TED2004

მიჰაი ჩიკსენთმიჰაი დინების შესახებ: Mihaly Csikszentmihalyi on flow
5,809,721 views

მიჰაი ჩიკსენთმიჰაი სვამს შეკითხვას, „რა სძენს ცხოვრებას აზრს ?“ ის აღნიშნავს, რომ ფული ვერ გაგხვდის ბედნიერს, სიამოვნება და გრძელვადიანი კმაყოფილება ჩვენს საქმიანობაშია, რომელსაც მივყავართ „დინების“ მდგომარეობამდე.

ჯეიმს ბარჩფილდი უკრავს (უხილავ) თარნთეიბლზე

TED2003

ჯეიმს ბარჩფილდი უკრავს (უხილავ) თარნთეიბლზე
860,132 views

ბითბოქსერი ჯეიმს "AudioPoet" ბარჩფილდი წარმოგვიდგენს რთულ, სამ წუთიან კომპოზიციას -- სექსუალურ, რითმულ ჰიპ-ჰოპს და თარნთეიბლის იმიტაციას -- მხოლოდ მისი ხმის მეშვეობით.

სტივენ პინკერი: ადამიანის ბუნება და ცარიელი დაფა

TED2003

სტივენ პინკერი: ადამიანის ბუნება და ცარიელი დაფა
1,450,741 views

სტივენ პინკერის წიგნი "ცარიელი დაფა" ამტკიცებს, რომ ადამიანები იბადებიან გარკვეული თანდაყოლილი თვისებებით. პინკერი საუბრობს საკუთარ თეზისზე და იმაზე, თუ რატომ არის ეს აზრი ზოგისთვის კატეგორიულად მიუღებელი.

ჯონათან ჰეიდტი: ლიბერალების და კონსერვატორების მორალური საფუძვლები

TED2008

ჯონათან ჰეიდტი: ლიბერალების და კონსერვატორების მორალური საფუძვლები
3,635,704 views

ფსიქოლოგი ჯონათან ჰეიდტი შეისწავლის 5 მორალურ ფასეულობას, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს. ვართ ჩვენ მემარცხენე, მემარჯვენე, თუ ცენტრისტი. ეს საუბარი თვალს გვიხელს იმაზე, თუ რა მორალურ ღირებულებებს აფასებენ ლიბერალები და კონსერვატორები ყველაზე მეტად.

მარტინ სელიგმანი: პოზიტიური ფსიქოლოგიის ახალი ერა

TED2004

მარტინ სელიგმანი: პოზიტიური ფსიქოლოგიის ახალი ერა
5,504,461 views

მარტინ სელიგმანი მოგვითხრობს ფსიქოლოგიაზე, როგორც მეცნიერებაზე და მისი პრაქტიკაში გამოყენების კონკრეტულ შემთხვევებზე. თანამედროვე ფსიქოლოგიის პერსპექტივა არის ის, რომ იგი აღარ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ფსიქიკურ დარღვევებზე და ხელი შეუწყოს ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებს გახადონ თავიანთი ცხოვრება უფრო სრულყოფილი.

ბენჯამინ ზანდერი მუსიკისა და ვნების შესახებ

TED2008

ბენჯამინ ზანდერი მუსიკისა და ვნების შესახებ
13,160,338 views

ბენჯამინ ზანდერს ორი გატაცება აქვს: კლასიკური მუსიკა, და კაცობრიობისთვის მისი სიყვარულის სწავლება ახალი შესაძლებლობებთან, გამოცდილებებთან და კავშირებთან ერთად.

ფილიპ ზიმბარდო: როგორ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები მონსტრები... ან გმირები

TED2008

ფილიპ ზიმბარდო: როგორ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები მონსტრები... ან გმირები
7,078,283 views

ფილიპ ზიმბარდომ იცის რა მარტივად ხდებიან კარგი ადამიანები ცუდები. ამ გამოსვლაში, ის გვიზიარებს თავის ხედვას და აბუ გრეიბის უნახავ ფოტოებს. შემდეგ ის საუბრობს მეორე მხარეზე: რა მარტივია გახდე გმირი და როგორ უნდა გავიზარდოთ ამ გამოწვევამდე.

ბრაიან გრინი სიმების თეორიაზე

TED2005

ბრაიან გრინი სიმების თეორიაზე
6,215,922 views

ფიზიკოსი ბრაიან გრინი ხსნის სუპერ სიმების თეორიას, იდეა რომელიც ეხება მინი მასშტაბის ვიბრაციულ ენერგიებს რომლებიც 11 განზომილებაში ქმნიან ყოველ ნაწილაკს და ძალას სამყაროში.

ალისა მილერი გაგვაცნობს ახალ ამბებს ახალი ამბების შესახებ.

TED2008

ალისა მილერი გაგვაცნობს ახალ ამბებს ახალი ამბების შესახებ.
2,182,143 views

ალისა მილერი - საერთაშორისო საჯარო რადიოს (Public Radio International -ის) ხელმძღვანელი საუბრობს იმაზე, თუ რატომ გვიჩვენებს ამერიკული მედია - მიუხედავად იმისა რომ გვინდა ვიცოდეთ ყველაფერი მსოფლიოს შესახებ - სულ უფრო ნაკლებს. გასაოცარი სტატისტიკა და გრაფიკები.

სტივენ ჰოკინგი: კითხვები სამყაროზე

TED2008

სტივენ ჰოკინგი: კითხვები სამყაროზე
12,876,555 views

TED2008 კონფერენციის თემის გაგრძელებად, პროფესორი სტივენ ჰოკინგი რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სვამს სამყაროზე: როგორ შეიქმნა სამყარო? როგორ წარმოიშვა სიცოცხლე? მარტონი ვართ თუ არა სამყაროში? იგი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ კითხვებს ვუპასუხოთ.

ჯილ ბოლტ ტეილორის შორსმჭვრეტელობის ძლიერი შემოტევა

TED2008

ჯილ ბოლტ ტეილორის შორსმჭვრეტელობის ძლიერი შემოტევა
26,359,883 views

ჯილ ბოლტ ტეილორს ისეთი გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა რომელსაც ძალიან ცოტა ტვინის მეცნიერი თუ ისურვებდა: მას დამბლა დაეცა, და ამის შემდეგ თავისი ტვინის ფუნქციები -- მოძრაობა, ლაპარაკი, თავის შეცნობა -- რიგრიგობით გაეთიშა. საკმაოდ შემზარავი ისტორია.

დევიდ გეილოო გვიჩენბს წყლისქვეშა საოცრებებს.

TED2007

დევიდ გეილოო გვიჩენბს წყლისქვეშა საოცრებებს.
15,797,194 views

დავიდ გეილოო წარმოგვიდგენს საოცარ წყლისქვეშა ბინადრებს, როგორებიცაა ფერადი მოციმციმე მედუზები, რვაფეხა ქამელეონები, ტაიმ სქვერის ნეონის განათების მსგავს თევზებს რომლებიც ცხოვრობენ ოკეანის ბნელ უსასრულო სიღრმეებში.

არტურ ბენჯამინი ქმნის ”მათე-მაგიას”

TED2005

არტურ ბენჯამინი ქმნის ”მათე-მაგიას”
9,599,588 views

ცოცხალ შოუში "მათე-მაგი" არტურ ბენჯამინი ეჯიბრება კალკულატორების გუნდს სამნიშნა რიცხვების კვადრატების გამოთვლაში, ხსნის რთულ გონებრივ ამოცანას და იცნობს რამდენიმე დაბადების დღეს. როგორ ახერხებს ამას? ის თავად მოგვითხრობს.

ვილაიანურ რამაჩანდრანი (Vilayanur Ramachandran) თქვენი გონების შესახებ

TED2007

ვილაიანურ რამაჩანდრანი (Vilayanur Ramachandran) თქვენი გონების შესახებ
5,019,899 views

ვილაიანურ რამაჩანდრანი მოგვითხრობს, თუ რა შეუძლია გამოავლინოს ტვინის დაზიანებამ ტვინის ქსოვილისა და გონების კავშირის შესახებ და ამისთვის იგი იყენებს სამ გამაოგნებელ ილუზიას, როგორც მაგალითს.

რიჩარდ ბრენსონის ცხოვრება 30 000 ფუტის სიმაღლეზე

TED2007

რიჩარდ ბრენსონის ცხოვრება 30 000 ფუტის სიმაღლეზე
1,891,168 views

რიჩარდ ბრენსონი ესაუბრება TED–ის წამყვანს, კრის ანდერსონს, საკუთარი კარიერის აღმასვლებისა და დაცემების შესახებ; რამდენიმე მილიარდიანი წარმატებიდან რამოდენიმე სასიკვდილო საფრთხემდე – იგი ასევე გაგვიზიარებს თავის რამოდენიმე (მეტად გასაოცარ) იდეას.