TED Talks with Georgian transcript

ნედინ ბიურკ ჰერისი: რა გავლენას ახდენს ბავშვობის ტრავმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე.

TEDMED 2014

ნედინ ბიურკ ჰერისი: რა გავლენას ახდენს ბავშვობის ტრავმა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე.
6,760,359 views

ბავშვობის ტრავმა ზრდასთან ერთად არ ქრება. პედიატრი ნედინ ბიურკ ჰერისი განმარტავს, რომ ძალადობითა და მზრუნველობის ნაკლებობით გამოწვეული განმეორებითი სტრესი, ფსიქიკური პრობლემების და ნითიერებაზე დამოკიდებულების მქონე მშობელთა გარემოცვა, ნამდვილად, საგრძნობ გავლენას ახდენს გონებრივ განვითარებაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლის შედეგად ტრავმირებულ ადამიანებში, გულის დაავადების და ფილტვის კიბოს რისკი სამჯერ იზრდება. მგზნებარე მოწოდება პედიატრებისთვის, მტკიცედ დაუპირისპირდნენ ტრავმის პრევენციისა და მისი მკურნალობის გამოწვევებს.

გაი ვინჩი: რატომ გვჭირდება ყველას პირველადი ემოციური დახმარების გამოყენება

TEDxLinnaeusUniversity

გაი ვინჩი: რატომ გვჭირდება ყველას პირველადი ემოციური დახმარების გამოყენება
10,148,018 views

ჩვენ ყველა მივდივართ ექიმთან როცა გაციებული ვართ, ან ხანგრძლივ ტკივილს ვგრძნობთ. თუ ასეა, მაშინ რატომ არ მივდივართ სპეციალისტთან როცა ვგრძნობთ ემოციურ ტკივილს: დანაშაულის და დანაკარგის გრძნობას, მარტოობას? მრავალი ჩვენთაგანი საკუთარი ძალებით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურობაში გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ამბობს გაი ვინჩი. მაგრამ შეგვიძლია ასე არ მოვიქცეთ. გაი საინტერესო წინადადებებს გვიზიარებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ემოციური ჰიგიენის პრაქტიკაში დანერგვა - გავუფრთხილდეთ ჩვენს ემოციებს, ჩვენს გონებას ისეთივე გულმოდგინებით როგორ ყურადღებასაც ვიჩენთ ჩვენი სხეულის მიმართ.

ქეროლ დვეკი: გაუმჯობესების რწმენის ძალა

TEDxNorrkoping

ქეროლ დვეკი: გაუმჯობესების რწმენის ძალა
10,274,895 views

ქეროლ დვეკი იკვლევს "ზრდის მენტალიტეტს" - იდეას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი გონების უნარი შეისწავლოს და გადაჭრას პრობლემები. ამ საუბარში, ქეროლი აღწერს ზედმეტად რთული პრობლემების გადაჭრის ორ მიდგომას. განა არ ხართ საკმარისად ჭკვიანი რომ გადაჭრათ... თუ უბრალოდ ჯერ არ გადაგიჭირიათ? ქეროლის ეს გამოსვლა არაჩვეულებრივი შესავალია ამ გავლენიანი სფეროსთვის.

მაიკლ გრინი: რას ამბობს სოციალური პროგრესის ინდექსი თქვენ ქვეყანაზე

TEDGlobal 2014

მაიკლ გრინი: რას ამბობს სოციალური პროგრესის ინდექსი თქვენ ქვეყანაზე
1,253,384 views

ტერმინი "მთლიანი შიდა პროდუქტი" ხშირად ისე გამოიყენება, თითქოს ის ღმერთის მიერ ზეციდან გვებოძა. თუმცა, ეს ცნება 1920-იანებში ერთმა ეკონომისტმა შემოიღო. 21-ე საუკუნის მოთხოვნებს რომ ვუპასუხოთ, ჩვენ უფრო ეფექტური გაზომვის საშუალება გვჭირდება, ამბობს მაიკლ გრინი: ესაა სოციალური პროგრესის ინდექსი. მაიკლი მახვილგონივრულად გვაჩვენებს, თუ როგორ ზომავს ეს ინდექსი საზოგადოებებს სამ უმნიშვნელოვანეს განზომილბაში და მისი გათვალისწინებით, როგორი რადიკალური გადანაცვლებები ხდება ქვეყნების რეიტინგში.

ჯილ შარგაა: გთხოვთ, გთხოვთ, ხალხო. მოდით სიტყვა "მაგარია"-ს თავისი მნიშვნელობას დავუბრუნოთ.

TED@NYC

ჯილ შარგაა: გთხოვთ, გთხოვთ, ხალხო. მოდით სიტყვა "მაგარია"-ს თავისი მნიშვნელობას დავუბრუნოთ.
1,597,688 views

ჩამოთვლილთაგან, რომელია "მაგარი": შენი საუზმე თუ გიზის პირამიდები? კომედიანტი ჯილ შარგაა სახალისოდ გადმოგვცემს, რომ სიტყვა "მაგარია"-ს თავის მნიშვნელობა უნდა შევუნარჩუნოთ.

ზიაჰ გაფიქი: ყოველდღიური საგნები, ტრაგიკული ისტორიები

TED2014

ზიაჰ გაფიქი: ყოველდღიური საგნები, ტრაგიკული ისტორიები
1,040,925 views

ზიაჰ გაფიქი სურათებს უღებს ყოველდღიურ საგნებს - საათებს, ფეხსაცმელებს, სათვალეებს, რომელთა ამოღება მოხდა საერთო სასაფლაოებიდან ბოსნიაში, ომის შემდეგ. გაფიქი არის TED Fellow სარაევოდან, რომელმაც თითოეულ ასეთ საგანს ფოტო გადაუღო, მსხვერპლების იდენტიფიკაციისათვის და ვიზუალური არქივის შესაქმნელად.

დევიდ ჩალმერსი: როგორ ახსნით ცნობიერებას?

TED2014

დევიდ ჩალმერსი: როგორ ახსნით ცნობიერებას?
2,876,790 views

ცნობიერება ჩვენი არსებობის ფუნდამენტური ასპექტია, ამბობს ფილოსოფოსი დევიდ ჩალმერსი: "სხვა არაფერთან გვაქვს ამაზე უშუალო შეხება, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაზე იდუმალი მოვლენაა სამყაროში." ის გვიზიარებს ჩვენს თავებში გაშვებული ფილმის გააზრების ზოგიერთ ხერხს.

პოლ ბლუმი: შეიძლება თუ არა წინასწარგანწყობა იყოს კარგი?

TEDSalon NY2014

პოლ ბლუმი: შეიძლება თუ არა წინასწარგანწყობა იყოს კარგი?
1,233,148 views

ჩვენ ხშირად მიგვაჩნია, რომ მიკერძოებულობის და წინასწარგანწყობის საწყისი უვიცობაა, მაგრამ ფსიქოლოგ პოლ ბლუმს უნდა გვაჩვენოს, რომ წინასწარგანწყობა ხშირად ბუნებრივი, რაციონალური და მორალურიც კია. როგორც ბლუმი ამბობს, მთავარია გავიგოთ როგორ მუშაობს ჩვენი მიკერძოებულობა, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მისი ნეგატიური შედეგები.

რუთ ჩენგი: როგორ გავაკეთოთ რთული არჩევანი

TEDSalon NY2014

რუთ ჩენგი: როგორ გავაკეთოთ რთული არჩევანი
7,927,034 views

ეს არის საუბარი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება. რომელ კარიერას უნდა გავყვე? უნდა გავშორდე – თუ დავქორწინდე? სად უნდა ვიცხოვრო? მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეიძლება ძალიან რთული მისაღები იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მათზე არასწორად ვფიქრობთ, ამბობს ფილოსოფოსი რუთ ჩენგი. ის გვთავაზობს ახალ ეფექტურ სტრუქტურას ჩვენი თავის ფორმირებისთვის.

ანა კურზანი: როგორ ხდება სიტყვა "ნამდვილი"?

TEDxUofM

ანა კურზანი: როგორ ხდება სიტყვა "ნამდვილი"?
1,895,764 views

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ჟარგონული სიტყვები როგორიცაა 'hangry', ‘defriend’ და ‘adorkable’ ინგლისურ ენაში მნიშვნელოვან სიცარიელეებს ავსებს, მაშინაც კი, თუ ისინი ლექსიკონებში არ გვხვდება. თუმცა, ვინ წყვეტს სინამდვლეში, რომელი სიტყვები მოხვდება ამ ფურცლების კამარაზე? ენის ისტორიკოსი, ანა კურზანი გვაჩვენებს ლექსიკონების უკან მდგომ ადამიანებს და მოგვითხრობს იმ არჩევანზე, რომლის წინაშეც ისინი მუდმივად დგანან.

სტელა იანგი: დიდი მადლობა, მაგრამ არა, მე არ ვარ თქვენი შთაგონების წყარო

TEDxSydney

სტელა იანგი: დიდი მადლობა, მაგრამ არა, მე არ ვარ თქვენი შთაგონების წყარო
3,196,222 views

სტელა იანგი არის კომიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც თავის დღეებს ეტლში ატარებს. მას უნდა განგვიმარტოს, რომ თავად ეს ფაქტი, არ აქცევს მას ავტომატურად კაცობრიობისთვის კეთილშობილ შთაგონების წყაროდ. ამ ძალიან სახალისო საუბარში, იანგი ამსხვრევს საზოგადოების ჩვევას გადააქციოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი "შთამაგონებელ პორნოგრაფიად".

დენ გილბერტი: საკუთარი თავის ფსიქოლოგია მომავალში

TED2014

დენ გილბერტი: საკუთარი თავის ფსიქოლოგია მომავალში
5,798,493 views

"ადამიანები მუდმივად იცვლებიან, არადა ისინი ფიქრობენ, რომ მათი გარდაქმნა დამთავრებულია." დენ გილბერტი გვიზიარებს ახლახანს ჩატარებული კვლევის შედეგებს იმ ფენომენზე, რასაც ის უწოდებს "ისტორიის დასასრულის ილუზიას", სადაც ჩვენ (ადამიანებს) წარმოგვიდგენია, რომ ის პიროვნება რაც ვართ ახლა, არის პიროვნება რომლადაც დავრჩებით მთელი ცხოვრების განმავლობაში. მინიშნება: ეს არ არის სწორი წარმოდგენა.

ელიზაბეტ ჯილბერტი: წარმატება, მარცხი და შემართება შემოქმედების გასაგრძელებლად

TED2014

ელიზაბეტ ჯილბერტი: წარმატება, მარცხი და შემართება შემოქმედების გასაგრძელებლად
5,069,463 views

ელიზაბეტ ჯილბერტი ერთ დროს უარყოფითი წერილებისგან იმედგაცრუებული "გამოუცემელი მიმტანი" იყო. და ახლაც კი,მისი რომანის "ჭამე, ილოცე შეიყვარე" პოპულარობის მიუხედავად, აღმოაჩინა, რომ თავის თავს იმ ძველ გოგოსთან აიგივებს. იგი ძალიან საინტერესოდ აღწერს თუ როგორ შეიძლება წარმატებაც და წარუმატბელობაც ერთნაირად თავგზა აგვირიოს, და გვთავაზობს მარტივ თუმცა რთულ გზას_ განვაგრძოთ წინსვლა შედეგების მიუხედავად.

ამანდა ბარდენი: როგორ ამოძრავებს ქალაქებს საზოგადოებრივი სივრცეები.

TED2014

ამანდა ბარდენი: როგორ ამოძრავებს ქალაქებს საზოგადოებრივი სივრცეები.
1,364,232 views

8 მილიონზე მეტი ადამიანი გაჭედილი ცხოვრობს ნიუ იორკში. როგორ ახერხებენ ამას? ნაწილობრივ ქალაქის შესანიშნავი საზოგადოებრივი სივრცეები - დაწყებული "ჯიბის" მცირე პარკებიდან გრძელ სანაპირო ზოლებამდე - სადაც ხალხს შეუძლია ისეირნოს და ითამაშოს. ამანდა ბარდენი დაეხმარა ქალაქს უახლესი საზოგადოებრივი სივრცეების დაგეგმვაში, გამოიყენა თავისი გამოცდილება, როგორც ცხოველთა ქცევის შემსწავლელის. ის გვიზიარებს მოულოდნენ გამოწვევებს ხალხისთვის ასეთი საყვარელი პარკების დაგეგმარებაზე - თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

კრის ემდინი: ვასწავლოთ მასწავლებლებს როგორ შექმნან მაგია

TED@NYC

კრის ემდინი: ვასწავლოთ მასწავლებლებს როგორ შექმნან მაგია
2,394,287 views

რა საერთო აქვთ რეპ შოუებს, საპარიკმახეროს და კვირის წირვას? როგორც კრისტოფერ ემდინი ამბობს, ყველა მათგანს აქვს საიდუმლო მაგია, რომ მოგნუსხოს და ამასთანავე, გასწავლოს - და ეს ის უნარია, რასაც ხშირად პედაგოგებს არ ვასწავლით. მეცნიერების ადვოკატი გვთავაზობს საკუთარ ხედვას კლასის გამოსაცოცხლებლად.

ზიაუდინ იუსაფზაი: ჩემი ქალიშვილი, მალალა

TED2014

ზიაუდინ იუსაფზაი: ჩემი ქალიშვილი, მალალა
2,536,881 views

პაკისტანელი მასწავლებელი ზიაუდინ იუსაფზაი გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომლის მოსმენაც ბევრს არ სურს: ქალები და კაცები განათლების, ავტონომიის და დამოუკიდებელი იდენტობის თანაბარ შესაძლებლობებს იმსახურებენ. ის გვიყვება ამბავს პირადი და მისი ქალიშვილის, მალალას ცხოვრებიდან, რომელსაც თალიბანის წევრებმა ესროლეს 2012-ში მხოლოდ იმიტომ, რომ მან სკოლაში წასვლა გაბედა. "რატომ არის ჩემი ქალიშვილი ასეთი ძლიერი?" კითხულობს იუსაფზაი, "რადგან მე მისთვის ფრთები არ შემიჭრია"

ჟოე კოვანი: როგორ დავამარცხე სცენის შიში

TED@State Street Boston

ჟოე კოვანი: როგორ დავამარცხე სცენის შიში
2,585,266 views

კაცობრიობის შიშის გრძნობა ბატონობდა ჩვენზე ,როგორც ახალგაზრდა სახეობებზე, გვაძლევდა ლაზერულ ფოკუს რომ თავი დაგვეღწია და კონკურენტულ მხეცებს არ შევეჭამეთ.მაგრამ ეს ნაკლებად ლამაზია,როდესაც ისტერიული,მთელი სხეულის მომცველი შიში გეუფლება 20 ხალხური სიმღერის ფანის წინაშე სამშაბათ საღამოს,მიკროფონით ხელში. ხელები გიკანკალებს,მხედველობა ბუნდოვანდება და გონება გეუბნება:გაიქეცი:ეს სცენის შიშია. ამ ლამაზ პატარა გამოსვლაში ჟოე კოვანი საუბრობს თუ როგორ დაამარცხა სცენის შიში

დაიანა ნაიადი: არასოდეს, არასდროს დანებდე

TEDWomen 2013

დაიანა ნაიადი: არასოდეს, არასდროს დანებდე
5,707,101 views

კუპრივით ბნელ ღამეს, დასუსხული მედუზისგან, გაგუდული მარიანი წყლით, თავისთვის მომღერალი, ჰალუცინაციაში ... დაიანა ნაიადი უბრალოდ აგრძელებდა ცურვას. საბოლოოდ, ასე მიაღწია მან სპორტში თავის ცხოვრებისეულ მიზანს: შეასრულა ექსტრემალური 160 კმ-იანი გაცურვა კუბიდან ფლორიდამდე - 64 წლის ასაკში. მოისმინეთ მისი ისტორია.

სტეფან ქეივი: 4 ამბავი რასაც ვუყვებით ჩვენ თავს სიკვდილის შესახებ

TEDxBratislava

სტეფან ქეივი: 4 ამბავი რასაც ვუყვებით ჩვენ თავს სიკვდილის შესახებ
2,486,724 views

ფილოსოფოსი სტეფენ ქეივი იწყებს საუბარს შავი, მაგრამ დაუძლეველი შეკითხვით: როდის მიხვდით პირველად რომ ერთ დღეს თქვენ გარდაიცვლებით? და საინტერესოდ ამატებს: რატომ ვუწევთ ადამიანები წინააღმდეგობას სიკვდილის გარდაუვალობას? მომაჯადოებელ საუბარში ქეივი იკვლევს ოთხ ამბავს - ცივიზიცაციის მიღმა - რომელსაც ჩვენ ვუყვებით ჩვენ თავებს " რათა ვმართოთ სიკვდილის შიში".

მაიკლ სენდელი: რატომ არ უნდა ვენდოთ ბაზრებს ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში

TEDGlobal 2013

მაიკლ სენდელი: რატომ არ უნდა ვენდოთ ბაზრებს ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში
2,044,888 views

გასულ 30 წელიწადში, ამბობს მაიკლ სენდელი, აშშ საბაზრო ეკონომიკიდან საბაზრო საზოგადოებაზე გადავიდა; სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკელების საზოგადოებრივი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფული აქვთ. (სამი უმნიშვნელოვანესი მაგალითი: ხელმისაწვდომობა განათლებაზე, მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკურ გავლენაზე.) გამოსვლაში და აუდიტორიასთან დისკუსიაში, სენდელი მოგვიწოდებს გულწრფელად დავფიქრდეთ შეკითხვაზე: არის თუ არა გაყიდვაში ზედმეტად ბევრი რამ, ჩვენ ამჟამინდელ დემოკრატიაში?

ფაბიან ოფნერი: ფსიქოდელიური მეცნიერება

TEDGlobal 2013

ფაბიან ოფნერი: ფსიქოდელიური მეცნიერება
1,896,701 views

შვეიცარიელი ხელოვანი და ფოტოგრაფი, ფაბიან ოფნერი, მიზნად ისახავს ყოველდღიური მეცნიერებისგან თვალწარმტაცი ხელოვნების ნიმუშების შემქნას. მის ქარიზმატულ გამოსვლაში, ის გვაჩვენებს უახლეს ფსიქოდელიურ სურათებს, როგორიცაა ხმის ტალღებთან შერწყმული კრისტალები. ასევე პირდაპირ ეთერში გვაჩვენებს, თუ რა ხდება საღებავისა და მაგნიტური სითხის შერევის დროს, ან რა მოსდის ვისკის, როცა მას ცეცხლს წავუკიდებთ.

ჯეიმს ფლინი: რატომაა ჩვენი ინტელექტის დონე ჩვენი ბაბუა-ბებიებისაზე მაღალი?

TED2013

ჯეიმს ფლინი: რატომაა ჩვენი ინტელექტის დონე ჩვენი ბაბუა-ბებიებისაზე მაღალი?
4,330,212 views

იმ ფაქტს, რომ ყოველი შემდეგი თაობა უფრო კარგ შედეგს აჩვენებს IQ ტესტში ვიდრე წინა "ფლინის ეფექტის" სახელითაა ცნობილი. სინამდვილეში ვხდებით თუ არა ჩვენ უფრო ჭკვიანები, თუ უბრალოდ სხვანაირად ვაზროვნებთ? მე-20 საუკუნის კოგნიტიური ისტორიის ამ მოკლე მიმოხილვაში, მორალის ფილოსოფოსი ჯეიმს ფლინი ამბობს, რომ ცვლილებებს ჩვენს აზროვნებაში გასაოცარი (არც თუ ყოველთვის პოზიტიური) შედეგები აქვს.

კელი მაკგონიგალი: როგორ გადავაქციოთ სტრესი თქვენ მეგობრად

TEDGlobal 2013

კელი მაკგონიგალი: როგორ გადავაქციოთ სტრესი თქვენ მეგობრად
22,520,850 views

სტრესი თქვენს გულს აჩქარებს, სუნთქვას გიხშირებთ და შუბლზე ოფლს გასხამთ. მაშინ როცა სტრესი ჯანმრთელობის მტრად იქნა გამოცხადებული, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ სტრესი მხოლოდ მაშინ არის ცუდი თქვენთვის, თუ გჯერათ რომ ასეა. ფსიქოლოგი კელი მაკგონიგალი გვირჩევს სტრესი პოზიტიურად აღვიქვათ და გვთავაზობს სტრესის შემცირების დაუფასებელ მექანიზმს: სხვებთან ურთიერთობას.

მეი ელ-ხალილ: მშვიდობისმყოფელობა მარათონია

TEDGlobal 2013

მეი ელ-ხალილ: მშვიდობისმყოფელობა მარათონია
5,268,496 views

ლიბანში წელიწადში ერთხელ არის გასროლა, რომელიც არა ჩვეულ ძალადობას მოასწავებს, არამედ ბეირუთის საერთაშორისო მარათონის დაწყებას. ამაღელვებელ საუბარში, მარათონის დამაარსებელი მეი ელ-ხალილი აღწერს თუ რატომ სჯეროდა მას, რომ 42.2 კილომეტრიანი დისტანციის სირბილის ღონისძიებას შეეძლო გაეერთიანებინა, ათწლეულების განმავლობაში პილიტიკურად და რელიგიურად დაყოფილი ქვეყანა, თუნდაც წელიწადში ერთი დღით.

ჯონ სერლი: ჩვენი საერთო მდგომარეობა - ცნობიერება

TEDxCERN

ჯონ სერლი: ჩვენი საერთო მდგომარეობა - ცნობიერება
1,460,625 views

ფილოსოფოსი ჯონ სერლი წარმოგვიდგენს ადამიანის ცნობიერების შესწავლის თემას და სისტემატურად აცამტვერებს, მისი სერიოზულად განხილვის ჩვეულ წინააღმდეგობებს. ტვინის იმ პროცესების შესწავლისას, რომლებიც წარმოქმნიან ცნობიერებას, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის აღიარება, რომ ცნობიერება ბიოლოგიური მოვლენაა და ის ამბობს, რომ არა, ცნობიერება არაა მასიური კომპიუტერული სიმულაცია (ჩაწერილია TEDxCERN-ზე)

ჯინა ლი: შეაღწიე კომპიუტერში და შეეხე პიქსელს

TED2013

ჯინა ლი: შეაღწიე კომპიუტერში და შეეხე პიქსელს
1,855,833 views

საზღვარი ჩვენს მატერიალურ სამყაროსა და ციფრული ინფორმაციას შორის თანდათან უფრო და უფრო მცირდება. დიზაინერი და ინჟინერი ჯინა ლი ცდილობს გადაჭრას ეს საკითხი. ის დემონსტრირებას ახდენს ამისას თავის მოკლე საუბარში და გვიჩვენებს თუ როგორ არის შესაძლებელი შევაღწიოთ ციფრულ ინფორმაციაში.

პიტერ სინგერი: რატომ და როგორ დავკავდეთ ეფექტური ალტრუიზმით?

TED2013

პიტერ სინგერი: რატომ და როგორ დავკავდეთ ეფექტური ალტრუიზმით?
1,880,611 views

თუ თქვენ საკმარისად იღბლიანი ხართ და გყოფნით რაც გაქვთ, თქვენთვის ბუნერბივი იმპულსია იყოთ ალტრუისტი სხვების მიმართ. ფილოსოფოსი პიტერ სინგერი კითხულობს, რა არის გაცემის ყველაზე ეფექტური გზა? ის ჰყვება რამდენიმე საკვირველ გონებრივ ექსპერიმენტს, რომ დაგეხმაროთ ემოციის და პრაქტიკის დაბალანსებაში და იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი იმით რისი გაღებაც შეგიძლიათ.

ბილ გეითსი: ბილ გეითსი - მასწავლებლებს ჭირდებათ უკუკავშირი

TED Talks Education

ბილ გეითსი: ბილ გეითსი - მასწავლებლებს ჭირდებათ უკუკავშირი
4,089,002 views

ბოლო პერიოდამდე მასწავლებლები მხოლოდ ერთი სახის უკუკავშირს იღებდნენ - "დამაკმაყოფილებელია". გამოხმაურების და უკუკავშირის გარეშე კი არ არსებობს თვითგანვითარების შესაძლებლობა. ბილ გეითსი მიიჩნევს რომ საუკეთესო მასწავლებლებიც კი შეძლებენ პროფესიულად კიდევ უფრო გაიზარდონ კარგი უკუკავშირით - ამისათვის მისი ფონდი ახორციელებს პროგრამას რათა ეს სისემა ყველა საკლასო ოთახში შევიდეს და დაინერგოს.

კენ რობინსონი: როგორ დავაღწიოთ თავი განათლების სიკვდილის ხეობას

TED Talks Education

კენ რობინსონი: როგორ დავაღწიოთ თავი განათლების სიკვდილის ხეობას
9,881,283 views

სერ კენ რობინსონი ჩამოგვითვლის 3 პრინციპს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის გონების აყვავებისათვის -- და დღევანდელი განათლების კულტურა როგორ ეწინააღმდეგება მათ. იუმორით გაჯერებულ, შთამაგონებელ საუბარში ის გვეტყვის, როგორ დავაღწიოთ თავი განათლებაში "სიკვდილის ხეობას", რომლის მოწმენიც ჩვენ ახლა ვართ, ასევე როგორ ვიზრუნოთ მომავალ თაობებზე შესაძლებლობების კლიმატის შექმნით.

შაოლან ჰსუე: ისწავლე ჩინურად კითხვა ... ადვილად!

TED2013

შაოლან ჰსუე: ისწავლე ჩინურად კითხვა ... ადვილად!
4,781,742 views

უცხოელებისათვის ჩინურის სწავლა ძნელი რამაა. მაგრამ ჩინური დამწერლობის ულამაზესი და ხშირად რთული იეროგლიფების სწავლის გზა უფრო ნაკლებად რთულიც შეიძლება იყოს. შაოლანი გაგატარებთ მარტივ გაკვეთილს იეროგლიფების უკან მდგარი იდეებისა და მათი მნიშვნელობების გამოსაცნობად და რამდენიმე მარტივი ფორმიდან შედარებით უფრო რთულ იდეებისკენ მიგიყვანთ. შეგიძლიათ ამას Chineasy - ადვილ-ჩინური დაუძახოთ.