TED Talks with Georgian transcript

ენჯელა ლი დაკვორთი: ხასიათის სიმტკიცე: გატაცების და შეუპოვრობის ძალა

TED Talks Education

ენჯელა ლი დაკვორთი: ხასიათის სიმტკიცე: გატაცების და შეუპოვრობის ძალა
19,500,078 views

ენჯელა ლი დაკვორთმა მიატოვა მაღალპროფესიული სამსახური კონსალტინგის სფეროში და ნიუ იორკის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასელებისთვის მათემატიკის სწავლება დაიწყო. ის მალევე მიხვდა, რომ IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) არ იყო ერთადერთი რამ, რაც წარმატებულ სტუდენტებს განასხვავებდა მათგან, ვისაც წარმატება რთულად ეძლეოდა. აქ, იგი განმარტავს თავის თეორიას "შეუპოვრობის" შესახებ, რომელიც მისი აზრით წარმატების განმსაზღვრელია.

რიტა პირსონი: ყოველი ბავშვი იმსახურებს ჩემპიონს

TED Talks Education

რიტა პირსონი: ყოველი ბავშვი იმსახურებს ჩემპიონს
10,893,254 views

რიტა პირსონმა, მასწავლებელი 40 წელის განმავლობაში, ერთხელ გაიგო მისი კოლეგის ნათქვამი, "ისინი არ მიხდიან, იმისთვის, რომ მომეწონოს ბავშვი." მისი პასუხი: "ბავშვები არ სწავლობენ მისგან, ვინც არ მოსწონთ." გამამხნევებელი მოწოდება მასწავლებლებს, რომ სჯეროდეთ თავიანთი მოსწავლეეების და ჰქონდეთ კავშირი, რეალურ, ადამიანურ და პიროვნულ დონეზე.

ნილოფერ მერჩანტი: შეხვედრა გაქვთ? გაისეირნეთ

TED2013

ნილოფერ მერჩანტი: შეხვედრა გაქვთ? გაისეირნეთ
3,297,237 views

ნილოფერ მერჩანტი გთავაზობთ პატარა იდეას, რომელმაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე: შემდეგ ჯერზე, როცა ერთი–ერთზე გექნებათ ვინმესთან შეხვედრა, "მოსიარულე შეხვედრა" სცადეთ და მიეცით იდეებს გასაქანი.

ჰიონსო ლი: ჩემი გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან

TED2013

ჰიონსო ლი: ჩემი გაქცევა ჩრდილოეთ კორეიდან
13,915,716 views

ბავშვობაში, ჩრდილოეთ კორეაში მოზარდი ჰიონსო ლი ფიქრობდა რომ მისი ქვეყანა იყო "საუკეთესო პლანეტაზე". მას ამაში ეჭვი არ შეპარვია 90-იანი წლების შიმშილობამდე. ის გაიქცა ქვეყნიდან 14 წლის ასაკში, რომ დაეწყო ცხოვრება მალვაში, როგორც ლტოლვილს ჩინეთში. ეს არის შემაძრწუნებელი ისტორია, პირადი ამბავი გადარჩენის და იმედის -- და მძაფრი მოგონება მათი, ვინც მუდმივი საფრთხის წინაშეა, მაშინაც კი როცა საზღვარი შორს აქვთ მოტოვებული.

სუგატა მიტრა: ააშენე სკოლა ღრუბელში

TED2013

სუგატა მიტრა: ააშენე სკოლა ღრუბელში
3,417,649 views

სცენაზე სუგატა მიტრა მის საკონკურსო სურვილს წარმოთქვამს: დამეხმარეთ შევქმნა სკოლა ღრუბელში, სასწავლო ლაბორატორია ინდოეთში, სადაც ბავშვები შეიმეცნებენ და ისწავლიან ერთმანეთისგან – ღრუბლიდან(ინტერნეტიდან) მიღებული რესურსების და დახმარების მეშვეობით. მოისმინეთ ეს შთამბეჭდავი ხედვა თვით ორგანიზებადი სასწავლო გარემოს (SOLE) შესახებ და გაიგეთ მეტი ვებ–გვერდზე tedprize.org.

ბრუს ფაილერი: Agile მიდგომა თქვენი ოჯახებისთვის

TEDSalon NY2013

ბრუს ფაილერი: Agile მიდგომა თქვენი ოჯახებისთვის
1,650,791 views

ბრუს ფაილერს აქვს რადიკალური იდეა: იმისათვის რომ გავუმკლავდეთ თანამედროვე ოჯახის სტრეს დღევანდელ დღეს - უნდა წავიდეთ Agile-ით. შთაგონებული Agile პროგრამირებით ფაილერი წარმოგვიდგენს ოჯახურ პრაქტიკას მოქნილობით, ქვევიდან ზევით მიმავალი იდეებით, მუდმივი უკუკავშირის და ანგარიშვალდებულებების გათვალისწინებით. ერთი გასაოცარი თავისებურება: ბავშვები თითონ ირჩევენ საკუთარი დასჯის მეთოდს

კაკენია ნტაია : გოგონა რომელმაც მოითხოვა სკოლა

TEDxMidAtlantic

კაკენია ნტაია : გოგონა რომელმაც მოითხოვა სკოლა
2,655,648 views

კაკენია ნტაიამ გარიგება დადო მამამისთან : ის გაივლიდა მასაის ტრადიციულ რიტუალს-ქალის სასქესო ორგანოს დაცვეთას, თუ მამამისი ნებას დართავდა სწავლა გაეგრძელებინა საშუალო სკოლაში.ნტაია გვიყვება უშიშარ ისტორიას სწავლის გაგრძელებაზე, ასევე მის მუშაობაზე სოფლის უფროსობასთან ,რათა აეშენებინა სკოლა გოგონებისთვის თავიანთ თემში. ეს არის ერთი ადამიანის საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომელმაც შეცვალა 125 ახალგაზრდა ქალის ბედი. (გადაღებულია TEDxMidAtlantic დროს.)

შაბანა ბასიჯ-რასიხ : გამბედაობა რომ გაანათლო ავღანელი გოგონები

TEDxWomen 2012

შაბანა ბასიჯ-რასიხ : გამბედაობა რომ გაანათლო ავღანელი გოგონები
1,085,179 views

წარმოიდგინე ქვეყანა სადაც გოგონები მალულად იპარებიან სკოლაში სასიკვდილო შედეგების ფონად , თუკი მათ ვინმე გამოიჭერს. ეს იყო ავღანეთი თალიბანთა დროს და საფრთხის კვალი კვლავ რჩება. 22 წლის შაბანა ბასიჯ-რასიხი მართავს სკოლას გოგონებისათვის ავღანეთში.იგი ხაზს უსვამს ოჯახის მხარდაჭერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე-- და იგი გვიყვება ერთი მამაცი მამის შესახებ რომელიც წინ აღუდგა ადგილობრივ მუქარას. ( გადაღებულია TEDxWomen -ზე )

ლესლი მორგან სტეინერი : რატომ არ მიდიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები

TEDxRainier

ლესლი მორგან სტეინერი : რატომ არ მიდიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლები
5,800,883 views

ლესლი მორგან სტეინერი იყო გიჟური სიყვარულის მონაწილე, რაც გულისხმობს ისეთი კაცის შეყვარებას, რომელიც რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის სიცოცხლეს. სტეინერი გვიყვება მისი ურთიერთობის ბნელ მხარეზე, კორექტირებას უკეთებს ადამიანთა მცდარ შეხედულებებს ოჯახურ ძალადობაზე და ხსნის თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ სიჩუმის დარღვევით. (გადაღებულია TEDxRainier დროს.)

ჯეფ სმიტი: ბიზნესის გაკვეთილები ... ციხიდან

TED@New York

ჯეფ სმიტი: ბიზნესის გაკვეთილები ... ციხიდან
1,324,960 views

ჯეფ სმიტმა ერთი წელიწადი გაატარა ციხეში. თუმცა, ის რაც მან შიგნით აღმოაჩინა აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი მოლოდინებისაგან. ჯეფმა თავის ამხანაგ პატიმრებში დაინახა უსაზღვრო მოხერხებულობა და ბიზნეს ინსტიქტები. ის გვისვამს კითხვას: რატომ არ უნდა დავეხმაროთ ყოფილ პატიმრებს ამ პოტენციალის გამოყენებასა და ამით საზოგადოებისათვის სარგებლის შექმნაში, როდესაც ისინი თავისუფლებას დაუბრუნდებიან? ( TED Talent Search (TED ტალანტების ძიების) ივენთი TED@NewYork.)

ბენ გოლდეკი: რა არ იციან ექიმებმა წამლების შესახებ

TEDMED 2012

ბენ გოლდეკი: რა არ იციან ექიმებმა წამლების შესახებ
2,501,600 views

როცა ახალი წამალი იტესტება, შედეგი უნდა გახდეს ცნობილი მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილი იკარგება. ამ საუბარში ბენ გოლდეკი ხსნის თუ რა კრიტიკული მნშიშვნელობისაა აღნიშნული უგულებელყოფილი მასალა.

ემი ქადი: თქვენ თქვენი სხეულის ენა გაყალიბებთ

TEDGlobal 2012

ემი ქადი: თქვენ თქვენი სხეულის ენა გაყალიბებთ
56,233,256 views

ჩვენი სხეულის ენა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვა ადამიანები. მაგრამ, მას ჩვენს თვითაღქმაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. სოციალური ფსიქოლოგი, ემი ქადი, გვაჩვნებს, თუ როგორ ზემოქმედებს ძალაუფლების გამომხატველი პოზების მიღება (პოზები, რომლებიც გამოხატავენ თავდაჯერებულობას, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა თავდაჯერებული), ტესტოსტერონისა და კორტიზოლის დონეებზე ჩვენს ტვინში. ის ასევე ამბობს, რომ ამან, შესაძლოა ჩვენი წარმატების ალბათობაც კი გაზარდოს.

სკოტ ფრეიზერი: რატომ ცდებიან თვითმხილველი მოწმეები

TEDxUSC

სკოტ ფრეიზერი: რატომ ცდებიან თვითმხილველი მოწმეები
1,283,289 views

სკოტ ფრეიზერი შეისწავლის როგორ იმახსოვრებენ ადამიანები დანაშაულს და გამოდიან მოწმეებად. მის ამ ძლიერ გამოსვლაში, რომელიც ფოკუსირებულია სასიკვდილო გასროლაზე მზის ჩასვლისას, ის გვთავაზობს მოსაზრებას, რომ დანაშაულის ახლოს მყოფ თვითმხილველ მოწმეებსად კი შეუძლიათ შექმნან იმგვარი "მოგონებები", რასაც ვერ ნახავდნენ. რატომ? რადგან ტვინს ვერ იტანს ვაკუუმს.

ბოაზ ალმოგი ზეგამტარს ლევიტირებას აიძულებს

TEDGlobal 2012

ბოაზ ალმოგი ზეგამტარს ლევიტირებას აიძულებს
2,644,569 views

როგორ შეუძლია ძალიან თხელ დისკს, 8 სანტიმეტრზე უფრო პატარას აწიოს 70 ათასჯერ უფრო დიდი მასა? ბოაზ ალმოგი აჩვენებს კვანტური საკეტის ფენომენს, თუ როგორ შეუძლია ზეგამტარს იმოძრაოს მაგნიტურ რელსზე ხახუნისა და ენერგიის დანაკარგის გარეშე. გამოსვლა საინტერესოა მისი ფანტასტიურობით და საინტერესო დემონსტრაციით.

რორი საზერლენდი: საკითხების განსხვავებული ხედვა

TEDxAthens

რორი საზერლენდი: საკითხების განსხვავებული ხედვა
2,853,203 views

გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე იმას თუ როგორ ვხედავთ და აღვიქვამთ ამ გარემოს - ამბობს რორი საზერლენდი. TEDxAthens - ზე ის ამტკიცებს რამდენად მნიშვნელოვანია, საკითხების განსხვავებული კუთხით დანახვა ბედნიერებისთვის.

ბრაიან გრინი:  ერთადერთია ჩვენი სამყარო?

TED2012

ბრაიან გრინი: ერთადერთია ჩვენი სამყარო?
6,486,379 views

თანამედროვე კოსმოლოგიის გულში მისტერიაა: რატომ არის ჩვენი სამყარო ასე დახვეწილად აწყობილი, რათა შექმნას სიცოცხლისთვის აუცილებელი გარემოებები? ამ ეფექტურ მეცნიერთა უდიდეს აღმოჩენათა ტურში. ბრაიან გრინი აჩვენებს რომ მულტი სამყაროს რთულ იდეას შეიძლება გააჩნდეს ამ გამოცანის პასუხი.

ფრანს დე ვაალ: ცხოველების მორალური ქცევა.

TEDxPeachtree

ფრანს დე ვაალ: ცხოველების მორალური ქცევა.
4,770,589 views

თანაგრძნობა, თანამშრომლობა, სამართლიანობა და ურთიერთმოქმედება--სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა ერთი შეხედვით ძალიან ადამიანური თვისებებია. მაგრამ ფრანს დე ვაალი პრიმატებზე და სხვა ძუძუმწოვრებზე ჩატარებული ქცევითი ტესტების გასაოცარი ვიდეო ჩანაწერების საშუალებით გვაჩვენებს რამდენი საერთო მორალური თვისება გვაქვს ჩვენ ყველას.

ჯონათან ჰეიდტი: რელიგია, ევოლუცია და თვითტრანსცენდეტულობის აღტყინება

TED2012

ჯონათან ჰეიდტი: რელიგია, ევოლუცია და თვითტრანსცენდეტულობის აღტყინება
1,335,755 views

ფსიქოლოგი ჯონათან ჰეიდტი სვამს მარტივ, მაგრამ რთულად საპასუხო კითხვას: რატომ ვეძებთ თვითტრანსცენდენტულობას? რატომ ვცდილობთ ვიგრძნოთ რაღაც მიღმიერი? ჯგუფური გადარჩევით ევოლუციის მიმოხილვით, ის პროვოკაციულ პასუხს გვთავაზობს.

ლარი სმითი: რატომ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას

TEDxUW

ლარი სმითი: რატომ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას
6,789,574 views

ამ სახალისო და ამავე დროს პირდაპირ გამოსვლაში, ლარი სმითი დაუნდობლად ააშკარავებს იმ აბსურდულ გამართლებებს, რომლებსაც იგონებენ ადამიანები, როცა ისინი ვერ ახერხებენ გაჰყვენენ საკუთარ ვნებებს.

TED სპიკერის ყველაზე დიდი კოშმარი

TED2012

TED სპიკერის ყველაზე დიდი კოშმარი
3,347,194 views

კოლინ რობერტსონს 3 წუთი ქონდა TED-ის სცენაზე, მზის ენერგიაზე მომუშავე მოხალისეებზე დაყრდობილ სისტემაზე, რომელიც ჯანდაცვის პრობლემებზე იმუშავებდა და მერე...

სუზან კეინი: სუზან კეინი: ინტროვერტების ძალა

TED2012

სუზან კეინი: სუზან კეინი: ინტროვერტების ძალა
25,516,646 views

კულტურაში, რომელშიც ყველაზე მეტად ფასდება სოციალურობა და კომუნიკაბელურობა, იყო ინტროვერტი არის ძნელი, სამარცხვინოც კი. მაგრამ როგორც სუზან კეინი ამ მომნუსხველ საუბარში ამტკიცებს, ინტროვერტებს ექსტრაორდინალური ტალანტები და შესაძლებლობები მოაქვთ მსოფლიოსთვის. ისინი უნდა იყვნენ მხარდაჭერილები და დაფასებულები.

ნილ მაკგრეგორი: ისტორიის 2600 წელი ერთ ნივთში

TEDGlobal 2011

ნილ მაკგრეგორი: ისტორიის 2600 წელი ერთ ნივთში
1,160,889 views

აქადური ლურსმული წარწერებით დაფარული დაზიანებული და გატეხილი თიხის ცილინდრი - კიროსის ცილინდრი, რელიგიური ტოლერანტობისა და მულტიკულტურალიზმის დიდებული სიმბოლოა. ამ ჩამთრევ გამოსვლაში, ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი, ნილ მაკგრეგორი, ამ ერთი ნივთის საშუალებით ახლო აღმოსავლეთის ისტორიის 2600 წელზე მოგვითხრობს.

შონ აქორი: ბედნიერება წარმატების ჰორიზონტზე

TEDxBloomington

შონ აქორი: ბედნიერება წარმატების ჰორიზონტზე
21,573,773 views

როგორც წესი, ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას მოაქვს ბედნიერება, მაგრამ იქნებ პირიქითაა? ფსიქოლოგი შონ აქორი სხარტი საუბრითა და სახასიათო იუმორით გვიმტკიცებს, რომ ბედნიერებას მოაქვს მეტი წარმატება.

ჯეინ ფონდა: ცხოვრების მესამე აქტი

TEDxWomen 2011

ჯეინ ფონდა: ცხოვრების მესამე აქტი
2,712,903 views

ჩვენს თაობას დაემატა, მიეცა სიცოცხლის 30 წელი, რომელიც დაემატა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით. ეს არ არის პათოლოგია. TEDxWomen-ზე, ჯეინ ფონდა საუბრობს თუ როგორ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების ამ ფაზაზე.

დენიელ გოლდსტეინი: ბრძოლა დღევანდელ "მე"-სა და მომავალ "მე"-ს შორის

TEDSalon NY2011

დენიელ გოლდსტეინი: ბრძოლა დღევანდელ "მე"-სა და მომავალ "მე"-ს შორის
2,548,111 views

ჩვენ ყოველდღე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც კარგი ან ცუდი შედეგები მოყვება ჩვენი თავისთვის მომავალში. (დღეს, მხოლოდ ერთხელ, კბილები, რომ არ გავიწმინდო, რა მოხდება?) დენიელ გოლდსტეინი ქმნის ინსტრუმენტებს, რომლებიც გვეხმარება საკუთარი თავი მომავალში წარმოვისახოთ, იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი "მე"-სთვის გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ფილ პლეიტი: როგორ დავიცვათ დედამიწა ასტეროიდებისგან

TEDxBoulder 2011

ფილ პლეიტი: როგორ დავიცვათ დედამიწა ასტეროიდებისგან
2,350,842 views

რა უნდა იყოს 6 მილის ზომის რომელსაც შეუძლია ცივილიზაციის განადგურება? - ასტეროიდი, ისინი უამრავია. იუმორით და კარგი ვიზუალით ფილ პლეიტი იპყრობს TEDxBoulder-ის აუდიტორიას, დაწყებული ასტეორიდიდან რომელსაც შეუძლია განადგურება, დამთავრებული იმით თუ რა უნდა გავაკეთოთ დარტყმის თავიდან ასაცილებლად.

პოლ ზაკი: ნდობა, მორალურობა -- და ოქსიტოცინი

TEDGlobal 2011

პოლ ზაკი: ნდობა, მორალურობა -- და ოქსიტოცინი
1,741,186 views

რა განაპირობებს ჩვენს სურვილს, მორალურად მოვიქცეთ? ნეიროეკონომისტი პოლ ზაკი გვაჩვენებს რატომ სჯერა, რომ ოქსიტოცინი (რომელსაც ის "მორალურ მოლეკულას" ეძახის) განაპირობებას ნდობას, ემპათიას და სხვა გრძნობებს, რომლებიც სტაბილური საზოგადოების აშენებას უწყობენ ხელს.

მალკოლმ გლედველი: ნორდენის ბომბის მიზანის უცნაური ისტორია

TEDGlobal 2011

მალკოლმ გლედველი: ნორდენის ბომბის მიზანის უცნაური ისტორია
2,152,234 views

ვირტუოზი მთხრობელი მალკოლმ გლედველი ყვება ნორდენის ბომბის სამიზნის ისტორიას, მეორე მსოფლიო ომის იმედისმომცემი ტექნოლოგიის შესახებ, რომელსაც მოულოდნელი შედეგები მოჰყვა.

რიჩარდ უილკინსონი: როგორ ვნებს ეკონომიკური უთანასწორობა საზოგადოებას

TEDGlobal 2011

რიჩარდ უილკინსონი: როგორ ვნებს ეკონომიკური უთანასწორობა საზოგადოებას
3,198,950 views

ინსტინქტურად ვგრძნობთ, რომ იმ საზოგადოების ბედი, სადაც უთანასწორობაა, ცუდად წარიმართება. რიჩარდ უილკინსონს მოჰყავს ფაქტები მწვავე ეკონომიკური უთანასწორობის დასახატად. ის მიგვითითებს იმაზე თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მდიდრები და ღარიებები ერთმანეთისაგან ძალინ შორი-შორს დგანან: რა გავლენა აქვს ამას ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, როგორიცაა ნდობა.