TED Talks with Georgian transcript

ბუნკერ როი: გაკვეთილი გამოტანილი ფეხშიშველთა მოძრაობისგან

TEDGlobal 2011

ბუნკერ როი: გაკვეთილი გამოტანილი ფეხშიშველთა მოძრაობისგან
4,300,944 views

რაჯასტანში, ინდოეთში, არის არაჩვეულებრივი სკოლა სადაც ასწავლიან სოფლის კაცებს და ქალებს - მათი უმეტესობა უწიგნურია - რომ გახდნენ ინჟენრები მზის ენერგიის სფეროში, ხელოსნები, დანტისტები და ექიმები საკუთარ სოფელში. ეს არის ფეხშიშველთა კოლეჯი და დაარსა ის ბუნკერ როიმ, რომელიც ყვება როგორ მუშაობს ეს კოლეჯი.

დენ არიელი: გახსოვდეთ ინტერესთა კონფლიქტი

TED2011

დენ არიელი: გახსოვდეთ ინტერესთა კონფლიქტი
1,284,831 views

ამ პატარა ვიდეოთი ფსიქოლოგი დენ არიელი ცდილობს მოგვითხროს ორი პირადი ისტორიის შესახებ რომელიც დაკავშირებულია ინტერესთა კონფლიქტთან.

ლუსიანა ვალკოვიცი - პლანეტების აღმოჩენა სხვა ვარსკვლავების ირგვლივ.

TEDGlobal 2011

ლუსიანა ვალკოვიცი - პლანეტების აღმოჩენა სხვა ვარსკვლავების ირგვლივ.
1,240,810 views

როგორ აღმოვაჩენთ პლანეტებს -- თუნდაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტებს -- სხვა ვარსკვლავების ირგვლივ? პაწაწინა დაბნელებების ძებნით, როდესაც პლანეტა გაივლის თავისი მზის წინ TED Fellow ლუსიანა ვალკოვიცმა და კეპლერის მისიამ აღმოაჩინა 1,200 პოტენციური პლანეტური სისტემა, ახალი ტექნიკის დახმარებით მათ შეიძლება აღმოაჩინონ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე პლანეტებიც.

ჯულიან ტრეზერი: 5 გზა უკეთესი მოსმენისთვის

TEDGlobal 2011

ჯულიან ტრეზერი: 5 გზა უკეთესი მოსმენისთვის
8,060,876 views

ჩვენს ხმაურიან სამყაროში, ამბობს ხმის ექსპერტი ჯულიან ტრეზერი, "ჩვენ ვკარგავთ სმენას." ამ მოკლე, მომაჯადოებელ საუბარში, ტრეზერი გვიზიარებს 5 გზას იმისათვის,რომ ჩვენი ყურები მოვაწყოთ შეგნებული სმენისათვის - სხვა ხალხისა და მთელი მსოფლიოსთვის თქვენს გარშემო.

პოლ ბლუმი: სიამოვნების წარმომავლობა

TEDGlobal 2011

პოლ ბლუმი: სიამოვნების წარმომავლობა
2,137,903 views

რატომ მოგვწონს ორიგინალი უფრო მეტად, ვიდრე ყალბი? ფსიქოლოგი პოლ ბლუმი ამტკიცებს, რომ ადამიანები ესენციალისტები არიან და რომ ჩვენი წარმოდგენა ობიექტის ისტორიაზე, ცვლის მის აღქმას, არა უბრალოდ ილუზორულად, არამედ როგორც სიამოვნების (და ტკივილის) ღრმა განცდას.

რობოტი რომელიც ჩიტივით დაფრინავს

TEDGlobal 2011

რობოტი რომელიც ჩიტივით დაფრინავს
8,646,669 views

მრავალ რობოტს შეუძლია ფრენა -- თუმცა არც ერთს არ შეუძლია ნამდვილი ფრინველივით ფრენა. ასე იყო სანამ მარკუს ფიშერმა და მისმა გუნდმა Festo-ში შექმნეს SmartBird, მოზრდილი მსუბუქი რობოტი თოლია, რომელიც ფრთების რხევით დაფრინავს. ახალი მონავარდე დემონსტრაცია TEDGlobal 2011-ისგან.

მააჯიდ ნაუაზი: ექსტრემიზმთან ბრძოლის გლობალური კულტურა

TEDGlobal 2011

მააჯიდ ნაუაზი: ექსტრემიზმთან ბრძოლის გლობალური კულტურა
823,833 views

რატომ აღწევენ ტრანსნაციონალური ექსტრემისტული ორგანიზაციები წარმატებას იქ, სადაც დემოკრატიულ მოძრაობებს უჭირთ დამკვიდრება? მააჯიდ ნაუაზი, ყოფილი ისლამისტ-ექსტრემისტი დემოკრატიის გავრცელებისთვის ახალ სახალხო მოძრაობებს და გლობალურ სოციალურ აქტივიზმს ითხოვს, ნაციონალიზმის და ქსენოფობიის საპირისპიროდ. ძლიერი გამოსვლა TEDGlobal 2011-ზე

მეტ ქათსი: სცადეთ რაიმე ახალი 30 დღის განმავლობაში

TED2011

მეტ ქათსი: სცადეთ რაიმე ახალი 30 დღის განმავლობაში
12,215,040 views

არსებობს რაიმე, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ ჯერაც ვერ მოახერხეთ? მეტ ქათსი გვეუბნება: სცადეთ ეს 30 დღის განმავლობაში. მოკლე, უზრუნველი გამოსვლა გვთავაზობს მიზნების დასახვისა და მიღწევის შესანიშნავ გზას.

ონიქს აშანტი: ეს არის ბითჯაზი

Full Spectrum Auditions

ონიქს აშანტი: ეს არის ბითჯაზი
884,234 views

მუსიკოსი და გამომგონებელი ონიქს აშანტი "ბითჯაზის" დემონსტრირებას ახდენს -- მისი მუსიკა შექმნილია ორი სამართავი ხელსაწყოსაგან, აიფონისაგან და მუნდშტუკისაგან, და იკვრება მთელი სხეულით. მუსიკალური საჭურველის მორგების შემდეგ, ის უკრავს 3 წუთიან მელოდიანს TED's Full Spectrum-ის აუდიტორიის წინაშე, რომელიც ასახავს მის შეხედულებას მუსიკის მომავალზე.

ტერი მური: როგორ შევიკრათ ფეხსაცმლის თასმა

TED2005

ტერი მური: როგორ შევიკრათ ფეხსაცმლის თასმა
7,612,252 views

ტერი მურმა აღმოაჩინა, რომ არასწორად იკრავდა ფეხსაცმლის თასმას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ტედ-ის გავლენით ის გვიზიარებს უკეთეს გზას. (ისტორიული შენიშვნა: ეს იყო პირველი 3 წუთიანი გამოსვლა ტედ-ის სცენაზე, 2005 წელს. )

ედით ვიდერი: ბიოლუმინესცენციის მშვენიერი და იდუმალი სამყარო

TED2011

ედით ვიდერი: ბიოლუმინესცენციის მშვენიერი და იდუმალი სამყარო
1,520,226 views

ღრმად, ოკეანეში, უამრავი ქმნილება წარმოქმნის ნათებას ნადირობის, გამრავლების ან თუნდაც თავდაცვისას. ბიოლუმინესცენციის ექსპერტი ედით გლიმერი იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც ფილმად აღბეჭდა ეს მოელვარე სამყარო. TED2011_ის სცენაზე ის წარმოადგენს რამდენიმე გასაოცარ ქმნილებას .

შონ ქეროლი: შორეული დრო და სიტყვა მულტი სამყაროზე

TEDxCaltech

შონ ქეროლი: შორეული დრო და სიტყვა მულტი სამყაროზე
1,776,253 views

TEDxCaltech-ზე კოსმოლოგ შონ ქეროლს შტურმი მიაქვს თავშესაქცევ და დასაფიქრებელ ტურზე, დროის ბუნების და სამყაროს შესახებ -- ერთი შეხედვით ადვილი კითხვა: საერთოდ რატომ არსებობს დრო? პოტენციური პასუხები უმიზნებენ გასაოცარ ხედვას სამყაროს ბუნებისა და ჩვენი ადგილს შესახებ.

11 სექტემბრიდან განკურნება: დედები, რომელთაც ჰპოვეს მიტევება და მეგობრობა.

TEDWomen 2010

11 სექტემბრიდან განკურნება: დედები, რომელთაც ჰპოვეს მიტევება და მეგობრობა.
964,245 views

ფილის როდრიგესსა და აიშა ელ-ვაფის, წარმოუდგენელი დანაკარგით განპირობებული, ძლიერი მეგობრობა აქვთ. როდრიგესის ვაჟი 11 სექტემბერს გარდაიცვალა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას. ელ-ვაფის ვაჟი ზაქარია მუსაუ ეჭვმიტანილია ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის მიღებაში და სასიცოცხლო განაჩენი აქვს გამოტანილი. სიმშვიდის დაუფლების იმედით, ეს ორი დედა ერთმანეთს შეხვდა, ერთმანეთის გასაგებად და პატივსაცემად.

ჰარვი ფინბერგი: ვართ მზად ნეო-ევოლუციითვის?

TED2011

ჰარვი ფინბერგი: ვართ მზად ნეო-ევოლუციითვის?
1,108,576 views

მედიცინის ეთიკის სპეციალისტი ჰარვი ფინბერგი წარმოგვიდგენს მუდმივად ევოლუციონირებადი ადამიანის სახეობის განვითარების სამ გზას: 1) ევოლუციის სრულიად შეწყვეტა, 2) ბუნებრივად ევოლუციონირება ან 3) ჩვენი ევოლუციის შემდგომი ეტაპების კონტროლი, გენეტიკური მოდიფიკაციებით. იმისათვის რომ გავხდეთ უფრო ჭკვიანები, სწრაფები, უკეთესები. ნეოევოლუცია სრულიად შესაძლებელია. როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას?

რიკ ელიასი: 3 რამ, რაც ჩემი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ვისწავლე

TED2011

რიკ ელიასი: 3 რამ, რაც ჩემი თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ვისწავლე
7,721,543 views

რიკ ელიასი 1549 რეისის პირველ რიგში იჯდა, როდესაც თვითმფრინავმა ავარიაული დაჯდომა განახორციელა მდინარე ჰადსონზე, ნიუ იორკში, 2009 წელს. რას ფიქრობდა, როდესაც განწირულმა თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო? ამ ისტორიას პირველად საჯაროდ TED-ზე ჰყვება.

ქეთრინ შულცი: მცდარობის შესახებ

TED2011

ქეთრინ შულცი: მცდარობის შესახებ
4,826,828 views

უმრავლესობა ჩვენთაგანი ყველაფერს იზამს, რათა შეცდეს. მაგრამ თუკი ჩვენ ამაშიც ვცდებით ? "მცდარობის სპეციალისტი" ქეთრინ შულცი გვარწმუნებს, რომ არა მარტო ვაღიაროთ არამედ მივიღოთ კიდევაც ჩვენი მცოდავი ბუნება.

მარსინ იაკუბოვსკი: ღია ნახაზები ცივილიზაციისთვის

TED2011

მარსინ იაკუბოვსკი: ღია ნახაზები ცივილიზაციისთვის
1,838,100 views

ვიკის და ციფრული მოწყობილობების გამოყენებით, TED Fellow მარსინ იაკუბოვსკი თავისუფალ გამოყენებაში უშვებს ნახაზებ 50 ფერმერული დანადგარისთვის, რომელიც ნებისმიერს აძლევს საშუალებას ნულიდან შექმნან საკუთარი ტრაქტორი ან მოსავლის ამღები. და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია პროექტის, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას თვითმართვადი სოფლის დაარსების ინსტრუქცია(საწყისი ხარჯი: $10'000)

მარკ ბეზოს: ცხოვრებისეული გაკვეთილი მოხალისე მეხანძრისაგან

TED2011

მარკ ბეზოს: ცხოვრებისეული გაკვეთილი მოხალისე მეხანძრისაგან
3,120,225 views

მოხალისე მეხანძრე მარკ ბეზოსი გვიყვება საგმირო ისტორიას, რომელიც ისე არ განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა მისთვის დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა: ნუ დაელოდებით გმირად გახდომას.

ელი პარისერი: უფრთხილდით ონლაინ "გაფილტრულ ბუშტებს"

TED2011

ელი პარისერი: უფრთხილდით ონლაინ "გაფილტრულ ბუშტებს"
5,309,238 views

როცა ვებ-კომპანიები, ცდილობენ მოარგონ თავისი სერვისები (მათ შორის ახალი ამბები და ძიების შედეგები) ჩვენს პირად გემოვნებას, ამას უნებურად სახიფათო შედეგი მოყვება; ჩვენ ვხვდებით "გაფილტრულ ბუშტში" და აღარ ვიღებთ ინფორმაციას, რომელსაც შეეძლო ჩვენი შეცვლა, ან მსოფლმხედველობის გაფართოება. ელი პარისერი ამტკიცებს, რომ ასეთი მიდგომა საბოლოოდ ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვისაც და დემოკრატიისთვისაც.

სალმან ხანი: მოდით ახლებურად შევხედოთ განათლებას ვიდეო გაკვეთილების გამოყენებით.

TED2011

სალმან ხანი: მოდით ახლებურად შევხედოთ განათლებას ვიდეო გაკვეთილების გამოყენებით.
5,578,134 views

სალმან ხანი საუბრობს იმაზე თუ როგორ და რატომ შექმნა შესანიშნავი Khan Academy. დიდი ყურადღებით სისტემატიზირებული ვიდეო გაკვეთილების სერიები, რომლებიც ფარავენ მათემათიკის მთელ სასწავლო პროგრამას, და ეხლა უკვე, სხვა საგნებსაც. ის გვიჩვენებს ინტერაქტიული დავალებების უპირატესობას და მოუწოდებს მასწავლებლებს განიხილონ ტრადიციული სწავლების "გადატრიალებული" მოდელი - მისცენ ვიდეო გაკვეთილები სახლში საყურებლად და "საშინაო დავალება" კლასში გააკეთონ, საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლის დახმარებით.

დანი ჰილისი: სიმსივნის გააზრება პროტეომიკების საშუალებით

TEDMED 2010

დანი ჰილისი: სიმსივნის გააზრება პროტეომიკების საშუალებით
465,363 views

დენი ჰილსი ყურადღებას ამახვილებს პროტეომიკების საშუალებით სიმსივნის გამოკვლევაზე. მისი განმარტებით, გენომიკები გვაჩვენებენ ჩვენი ორგანიზმის ინგრედიენტების ჩამონათვალს, პროტეომიკები კი – ამ ინგრედიენტთა შედეგს. ორგანიზმში მიმდინარე მოვლენების პროტეინულ დონეზე გააზრებამ, შეიძლება, ჩამოგვიყალიბოს თანამედროვე იდეები სიმსივნის წარმოქმნის შესახებ.

ნაიჯელ მარში: როგორ დავაბალანსოთ დრო სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის

TEDxSydney

ნაიჯელ მარში: როგორ დავაბალანსოთ დრო სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის
4,669,865 views

ნაიჯელ მარში ამბობს, რომ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი არის ზედმეტად მნიშვნელოვანი და ეს საკითხი არ უნდა ჩავუგდოთ ხელში ჩვენს დამქირავებლებს. TED-სიდნეის გამოსვლაში მარში გვთავაზობს თავის იდეალურ ნიმუშს საოჯახო, პირადი და სამუშაო დროის დაბალანსებისა. ის გვამხნევებს, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ.

კრისტოფერ მაკდუგალი: ვართ თუ არა სირბილისთვის გაჩენილი?

TEDxPennQuarter

კრისტოფერ მაკდუგალი: ვართ თუ არა სირბილისთვის გაჩენილი?
3,807,943 views

კრისტოფერ მაკდუგალი იკვლევს ადამიანის სირბილისკენ ლტოლვის საიდუმლოს. როგორ გადაარჩინა სირბილმა პირველყოფილი ადამიანები -- და ჩვენი შორეული წინაპრების რა ინსტიქტები გვექაჩება დღესაც წინ? TEDxPennQuarter-ზე მაკდუგალი მოგვითხრობს ოქროს გულის მქონდე მარათონის მორბენალზე, ულტრა-მორბენალზე, რომელზეც ვერავინ იფიქრებდა რომ ის ულტრა მორბენალი იქნებოდა და მექსიკაში მცხოვრებ უცნობ ტომზე, რომლისთვისაც სირბილი სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ლიზა დონნელი: იუმორით ხატვას ცვლილებებისაკენ მივყავართ

TEDWomen 2010

ლიზა დონნელი: იუმორით ხატვას ცვლილებებისაკენ მივყავართ
1,435,431 views

ნიუ იორკელი კარიკატურისტი ლიზა დონნელი გვიზიარებს პორთფოლიოს, სადაც თავმოყრილია მისი ბრძნული და სასაცილო ნახატები თანამედროვე ცხოვრებაზე -- და საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს წესების შეცვლა იუმორის მეშვეობით.

არიანა ჰაფინგტონი: როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? მეტი იძინეთ.

TEDWomen 2010

არიანა ჰაფინგტონი: როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? მეტი იძინეთ.
5,209,500 views

თავის მოკლე გამოსვლაში არიანა ჰაფინგტონი გაგვიზიარებს პატარა იდეას, რომელსაც შეუძლია გამოაღვიძოს სხვა ბევრი დიდი იდეა. ეს არის ღამის ძილის მნიშვნელობა. ძილის დეფიციტით ტრაბახის სანაცვლოდ, ის მოგვიწოდებს რომ დავხუჭოთ თვალები და დავინახოთ უფრო ფართო სურათი: პროდუქტიოლობის, ბედნიერებისა და უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ გზა ძილზე გადის.

ბრენე ბრაუნი: დაუცველობის ძალა

TEDxHouston

ბრენე ბრაუნი: დაუცველობის ძალა
46,319,192 views

ბრენე ბრაუნი სწავლობს ადამიანებს შორის ურთიერთობებს - მათში თანაგრძნობის, მიმღებლობის, სიყვარულის უნარს. TEDx ჰიუსტონის ამ ენამოსწრებულ, სახალისო ვიდეოში, იგი გვიზიარებს საკუთრი კვლევის მნიშვნელოვან შედეგებს, რამაც უბიძგა დაეწყო ძიება საკუთარი თავისა და კაცობრიობის შესაცნობად. ეს არის საუბარი, რომელიც სხვებსაც უნდა გაუზიაროთ.

შერილ სენდბერგი: " რატომ არიან ჩვენს შორის ასე ცოტა მმართველი ქალბატონები? "

TEDWomen 2010

შერილ სენდბერგი: " რატომ არიან ჩვენს შორის ასე ცოტა მმართველი ქალბატონები? "
10,007,379 views

შერილ სენდბერგი, კომპანია Facebook ის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი იკვლევს თუ რატომ აღწევენ უმაღლეს პროფესიულ საფეხურს უფრო მეტად კაცები, ხოლო იმ ქალბატონებს, რომლებიც მწვერვალს უმიზნებენ სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.

ჰანა როსინი: ახალი მონაცემები ქალების აღზევების შესახებ

TEDWomen 2010

ჰანა როსინი: ახალი მონაცემები ქალების აღზევების შესახებ
1,047,470 views

ჰანა როსინი გვიზიარებს საოცარ ახალ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქალები მამაკაცებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა, მაგალითად უმაღლესი განათლების მიღება, უსწრებენ მამაკაცებს. საინტერესოა, ნიშნავს კი ეს ტენდენცია - როგორც ამერიკაში, ისე გლობალურად, ”მამაკაცთა ერის დასასრულს”? ალბათ არა, მაგრამ ცხადია, ის მიუთითებს მნიშვნელოვან ცვლილებებზე საზოგადოებაში, რაც განხილვის ღირსია.

კირან ბედი: კირან ბედი: პოლიციის განსხვავებული შეფი

TEDWomen 2010

კირან ბედი: კირან ბედი: პოლიციის განსხვავებული შეფი
1,401,566 views

კირან ბედის გასაოცარი ბიოგრაფია აქვს. ინდოეთის პოლიციის გენერალურ დირექტორობამდე, ის მართავდა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ ციხეს. მან აქცენტი გააკეთა პრევენციასა და განათლებაზე, რათა ციხე სწავლისა და მედიტაციის ცენტრად გარდაექმნა. ის ვიზიონერული ლიდერობის შესახებ თავის აზრს TEDWomen-ს უზიარებს.