TED Talks with Georgian transcript

ზეინეპ ტუფეკჩი: მანქანური ინტელექტი, ადამიანურ მორალს უფრო მნიშვნელოვანს ხდის

TEDSummit

ზეინეპ ტუფეკჩი: მანქანური ინტელექტი, ადამიანურ მორალს უფრო მნიშვნელოვანს ხდის
1,648,711 views

მანქანური ინტელექტი უკვე აწმყოა და ჩვენ უკვე ვიყენებთ მას სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისას, მაგრამ ის კომპლექსური გზა, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი უმჯობესდება, საგრძნობლად ართულებს მის გაგებას და მით უფრო კონტროლს. ამ გამოსვლაში ტექნო-სოციოლოგი ზეინეპ ტუფეკჩი ხსნის, თუ როგორ შეიძლება მოაზროვნე მანქანებმა ისეთი შეცდომები დაუშვან, რომელიც ადამიანებისთვის არაა დამახასიათებელი და შესაბამისად როგორი მოუმზადებლები შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ მოულოდნელობისთვის. "ჩვენ ვერ გადავაბარებთ მანქანას ჩვენს მოვალეობებს" ამბობს ის "ჩვენ კიდევ უფრო უნდა ჩავეჭიდოთ ადამიანურ ფასეულობებსა და ადამიანურ ეთიკას"

საიუ ბოჯვანი: იმიგრანტების ხმები დემოკრატიას აძლიერებს

TEDNYC

საიუ ბოჯვანი: იმიგრანტების ხმები დემოკრატიას აძლიერებს
981,672 views

პოლიტიკაში წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია და ამიტომაც უნდა ავირჩიოთ ლიდერები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის მრავალფეროვნებას და იღებენ მის მულტიკულტურულ გარემოს"- ამბობს საიუ ბოჯვანი. ამერიკის მოქალაქედ გახდომის საკუთარ ისტორიაზე დაყრდნობით, იმიგრაციის სწავლული გვიმხელს, თუ როგორ იქცა მისი სიყვარული და საკუთარი ქვეყნისთვის თავდადება, პოლიტიკური ცვლილების მამოძრავებელ ძალად. "ჩვენ ვიბრძოლეთ, რომ აქ ვყოფილიყავით"- ამბობს ის და იმიგრანტებს მოქმედებისაკენ მოუწოდებს - "ეს ჩვენი ქვეყანაც არის".

ჯონ მაკვორტერი: უცხო ენის შესწავლის 4 მიზეზი

TED2016

ჯონ მაკვორტერი: უცხო ენის შესწავლის 4 მიზეზი
4,156,451 views

ინგლისური მსოფლიოს საყოველთაო ენად ყალიბდება და ამასთან ერთად სწრაფი თარგმანის ტექნოლოგიები ყოველწლიურად უმჯობესდება. მაშ, რატომ უნდა შევიწუხოთ თავი უცხო ენის შესასწავლად? კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინგვისტი, ჯონ მაკვორტერი უცხო ენის შესწავლის ოთხ სასარგებლო თვისებაზე გვესაუბრება.

ისააკ ლიდსკი: როგორ სინამდვილეს იქმნით თქვენთვის?

TEDSummit

ისააკ ლიდსკი: როგორ სინამდვილეს იქმნით თქვენთვის?
3,193,473 views

სინამდვილე ის კი არ არის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, არამედ ის რასაც ჩვენივე გონებით ვქმნით. ისააკ ლიდსკიმ ეს პირად მაგალითზე გამოსცადა, როდესაც მის ცხოვრებაში მომხდარმა გაუთვალიწინებელმა გარემოებებმა, ის მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიიყვანეს. ამ თვითრეფლექსიით გამსჭვალულ პირად საუბარში, იგი მოგვიწოდებს მოვიშოროთ გამართლებები, შიშები და ვარაუდები, რათა საკუთარ თავს დავაკისროთ ის ურთულესი პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც, სწორედ ჩვენ ვართ საკუთარი სინამდვილის შემქმნელები.

სემ ჰერისი: შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი ისე, რომ მასზე კონტროლი არ დავკარგოთ?

TEDSummit

სემ ჰერისი: შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი ისე, რომ მასზე კონტროლი არ დავკარგოთ?
5,024,015 views

გეშინიათ ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტის? ნეირომეცნიერი და ფილოსოფოსი სემ ჰერისი ამბობს, რომ უნდა გვეშინოდეს და არა მხოლოდ თეორიულად. ჩვენ სუპერ მანქანების აგების გზას ვადგავართ, მაგრამ ჯერ არ შევჭიდებივართ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი რამის შექმნასთან, რაც შეიძლება ისე მოგვეპყროს, როგორც ჩვენ ვეპყრობით ჭიანჭველებს, ამბობს ჰერტისი.

დანი დორლინგი: რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ

TEDxExeter

დანი დორლინგი: რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ
1,626,871 views

როგორ გამოიყურება მსოფლიო, როდესაც მას მონაცემების გამოყენებით წარმოვადგენთ? სოციალური გეოგრაფი დანი დორლინგი გვიწვევს, რათა მსოფლიო ახლიდან დავინახოთ. მისი თვალწარმტაცი და სიღრმისეული რუკები გვიჩვენებენ დედამიწას, როგორიც არის ის სინამდვილეში: დაკავშირებული, მუდმივად ცვალებადი და განსაცვიფრებელი ადგილი, რომელზეც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. თქვენ აღარასოდეს შეხედავთ რუკას იმავე თვალით.

აბიგეილ მარში: რატომ არის ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად ალტრუისტი?

TEDSummit

აბიგეილ მარში: რატომ არის ზოგი ადამიანი სხვებზე მეტად ალტრუისტი?
2,142,656 views

რატომ აყენებს ზოგიერთი საკუთარ კეთილდღეობას რისკის ქვეშ, სხვების უანგარო დახმარებით? ფსიქოლოგიის მკვლევარი, აბიგეილ მარში, იმ ადამიანების მოტივაციას შეისწავლის, რომლებიც ისეთ უკიდურესად ალტრუისტულ ქმედებებს ახორციელებენ, როგორიცაა სრულიად უცნობისთვის თირკმლის გაცემა. იქნებ მათ უბრალოდ სხვანაირი ტვინები აქვთ?

ჯული ლითკოტ-ჰეიმსი: როგორ გავზარდოთ წარმატებული შვილები გადამეტებული მშობლობის გარეშე

TED Talks Live

ჯული ლითკოტ-ჰეიმსი: როგორ გავზარდოთ წარმატებული შვილები გადამეტებული მშობლობის გარეშე
4,800,231 views

ჩვენი შვილების მიმართ უამრავი მოლოდინითა და მათი ცხოვრების ყველა ასპექტის დეტალურად მართვით, რეალურად მშობლები მათ არ ვეხმარებით. ყოველ შემთხვევაში ჯული ლითკოტ-ჰეიმსი საკითხს ასე უყურებს. სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი, აქტიური შემართებითა და იუმორით ცდილობს მშობლებს მოუწოდოს შეწყვიტონ მათი შვილების განსაზღვრა სასკოლო ნიშნებითა და გამოცდის ქულებით. ნაცვლად ის გვთავაზობს მეტი აქცენტი გავაკეთოთ ყველაზე ძველ და გამოცდილ იდეაზე: უპირობო სიყვარულზე!

სალმან ხან: მოდით ვასწავლოთ დახელოვნებისთვის -- არა გამოცდის ქულებისთვის

TED Talks Live

სალმან ხან: მოდით ვასწავლოთ დახელოვნებისთვის -- არა გამოცდის ქულებისთვის
3,654,589 views

დაუსრულებელ საძირკველზე სახლს ააშენებდით? რა თქმა უნდა არა. მაშინ, რატომ მივერეკებით მოსწავლეებს ერთი კლასიდან მეორეში როცა საფუძლვები არ აქვთ გათავისებული? კი, ეს რთული საკითხია, მაგრამ პედაგოგი სალ ხანი გვიზიარებს თავის გეგმას – როგორ გახდნენ „ჩამორჩენილი“ მოსწავლეები მეცნიერები, თუ დავეხმარებით კონცეფციების დაუფლებაში მათი საკუთარი ტემპით.

მონიკა არაია: პატარა ქვეყანა წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების დიდი იდეებით

TEDSummit

მონიკა არაია: პატარა ქვეყანა წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების დიდი იდეებით
1,274,467 views

როგორ ავაშენოთ საზოგადოება, წიაღისეული საწვავის გარეშე? საკუთარი სამშობლოს, კოსტა-რიკის მიერ, გარემოს დაცვის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მაგალითზე, კლიმატის დამცველი, მონიკა არაია, გვაცნობს თამამ ხედვას, რომელიც ყველა სექტორში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისკენ მომართული მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი.

ედ ბოიდენი: ტვინის უხილავი საიდუმლოების შესწავლის ახალი გზა

TEDSummit

ედ ბოიდენი: ტვინის უხილავი საიდუმლოების შესწავლის ახალი გზა
1,501,957 views

ნეიროინჟინერ ედ ბოიდენს აინტერესებს, როგორ აღძრავენ ჩვენ ტვინში მდებარე უმცირესი ბიომოლეკულები ემოციებს, აზრებს და გრძნობებს. ის ეძებს იმ მოლეკულურ ცვლილებებს, რომლებიც ეპილეფსიის და ალცჰაიმერის მსგავს დაავადებებს იწვევენ. ედი სვამს კითხვას: ამ უხილავი სტრუქტურების უფრო ადვილად დასანახად, შეიძლება თუ არა, მიკროსკოპით გადიდების ნაცვლად, ისინი ფიზიკურად გავზარდოთ ზომაში? ნახეთ, თუ როგორ შეიძლება პოლიმერი, რომელიც ბავშვის საფენებს აფართოებს, გახდეს საკვანძო ელემენტი ტვინის უკეთ შესწავლისთვის.

ალექსანდერ ბეტსი: რატომ მოხდა "ბრექსიტი" და რა ვქნათ შემდეგ?

TEDSummit

ალექსანდერ ბეტსი: რატომ მოხდა "ბრექსიტი" და რა ვქნათ შემდეგ?
3,574,234 views

ჩვენ სამარცხვინოდ არაინფორმირებულები ვართ იმაზე, თუ როგორაა ჩვენი საზოგადოებები დანაწევრებული და "ბრექსიტიც" ამ უყურადღებოდ დატოვებული, გლობალიზაციის მომხრეებს და მისით შეშინებულებს შორის არსებული, ღრმა ნაპრალიდან ამოიზარდა, ამბობს სოციალური მეცნიერი ალექსანდერ ბეტსი. როგორ გავუმკლავდეთ ამ შიშს და მზარდად იმედგამაცრუებელ პოლიტიკურ მმართველობას და ამავე დროს არ გადავვარდეთ ქსენოფობიასა და ნაციონალიზმში? მოუსმინეთ, თუ რას ამბობს ბეტსი "ბრექსიტის" შემდგომ ოთხ ნაბიჯზე უფრო ურთიერთჩართული მსოფლიოსკენ.

ჯულია გალეფი: რატომ გგონიათ, რომ მართალი ხართ, მაშინაც კი როცა ცდებით

TEDxPSU

ჯულია გალეფი: რატომ გგონიათ, რომ მართალი ხართ, მაშინაც კი როცა ცდებით
4,082,284 views

თვალსაზრისი ყველაფერია, განსაკუთრებით, როცა საქმე საკუთარი რწმენა-წარმოდგენების შემოწმებას ეხება. ჯარისკაცი ხართ, რომელიც ნებისმიერ ფასად საკუთარი თვალსაზრისის დაცვისკენაა მომართული... თუ მზვერავი, რომელიც ცნობისმოყვარეობით არის გამსჭვალული? ჯულია გალეფი ამ ორი მენტალობის საფუძვლებს იკვლევს და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი, ინფორმაციის ინტერპრეტირებაზე. თან, ამ ყველაფერს, მე-19 საუკუნის საფრანგეთის ისტორიასთან აკავშირებს. "რისკენ ისწრაფვით ყველაზე მეტად, როცა თქვენი მტკიცე რწმენა-წარმოდგენები შემოწმებას გადიან", კითხულობს გალეფი, "მათი დაცვისკენ, თუ იმისკენ, რომ სამყარო რაც შეიძლება უკეთ შეიცნოთ?"

ბლეზ აგუერა ი არკასი: როგორ სწავლობენ კომპიუტერები შემოქმედებას

TED@BCG Paris

ბლეზ აგუერა ი არკასი: როგორ სწავლობენ კომპიუტერები შემოქმედებას
1,934,067 views

ჩვენ ხელოვნებისა და შემოქმედების ახალ ეტაპზე გადავდივართ, თუმცა არა ადამიანის ხელით. Google-ის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აგუერა ი არკასი, ნეირონულ ქსელებზე მუშაობს, რომლებიც მანქანური აღქმის და განაწილებული სწავლებისთვის გამოიყენება. ამ შთამბეჭდავი დემონსტრაციით, ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ გამოსახულებების ამოცნობაზე გაწვრთნილ ნეირონულ ქსელებს, უკუღმა გაშვების შემთხვევაში წარმოქმნან ისინი. შედეგად ვიღებთ მომაჯადოებელ, ჰალუცინაციურ კოლაჟებს (და ლექსებს!), რომლებიც ყოველგვარი კატეგორიების მიღმაა. "აღქმა და შემოქმედება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული" ამბობს აგუერა ი არკასი. "ნებისმიერ არსებას, რომელსაც აღქმის უნარი აქვს, შექმნაც შეუძლია."

ჯენიფერ კანი: გენების რედაქტირებას, ახლა უკვე მთელი სახეობების სამუდამოდ შეცვლა შეუძლია

TED2016

ჯენიფერ კანი: გენების რედაქტირებას, ახლა უკვე მთელი სახეობების სამუდამოდ შეცვლა შეუძლია
1,922,129 views

CRISPR-ის გენური დრაივი მეცნიერებს საშუალებას აძლევს დნმ-ის მიმდევრობა შეცვალონ და გარანტიას იძლევა, რომ გენური რედაქტირების შედეგად მიღებული ნიშანი, მომდევნო თაობებს მემკვიდრეობით გადაეცემა. ეს მთელი სახეობების სამუდამოდ შეცვლის საშუალებას იძლევა. პირველ რიგში, ამ ტექნოლოგიამ შემდეგი კითხვები გააჩინა: როგორ შეცვლის კაცობრიობას ეს ახალი შესაძლებლობა? რას შევცვლით მისი გამოყენებით? გავხდით თუ არა ღმერთები? შეუერთდით ჟურნალისტ ჯენიფერ კანს, რომელიც ამ კითხვებ განიხილავს და გვიზიარებს გენური დრაივების პოტენციურ გამოყენებას: შევქმნათ დაავადება გამძლე კოღოების, რომელიც მალარიას და ზიკას ვირუსს გააქრობს.

ტაბეთა ბოიაჯიანი: სამყაროს ყველაზე იდუმალი ვარსკვლავი

TED2016

ტაბეთა ბოიაჯიანი: სამყაროს ყველაზე იდუმალი ვარსკვლავი
7,280,951 views

შორეულ ვარსკვლავ KIC 8462852-დან მომავალ სინათლეს რაღაც მასიური ბლოკავს, რომელიც დედამიწის ფართობს 1000-ჯერ აღემატება, არავინ იცის რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ასტრონომი ტაბეთა ბოიაჯიანი იკვლევდა, თუ რა უნდა ყოფილიყო ეს უზარმაზარი, ასიმეტრიული კოსმოსური ობიექტი, მისმა კოლეგამ გამოთქვა უჩვეულო ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო უცხოპლანეტელების მიერ აშენებული მეგასტრუქტურა. ასეთ უჩვეულო აზრს, უჩვეულო დასაბუთება სჭირდება. ამ სიტყვაში, ბოიაჯიანი გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორ ადგენენ და ამოწმებენ მეცნიერები ჰიპოთეზას, როდესაც ამოუცნობ მოვლენას შეეჯახებიან.

ადამ ფოსი: პროკურორის ხედვა უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისთვის

TED2016

ადამ ფოსი: პროკურორის ხედვა უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისთვის
2,287,171 views

როდესაც ბავშვმა ჩაიდინა დანაშაული, აშშ-ს მართლმსაჯულების სისტემას ჰქონდა არჩევანი: განეხორციელებინა დევნა სამართლის სრული მოცულობით ან დაფიქრებულიყო და ეკითხა რამდენად სწორია ყოველ ჯერზე ახალგარდების დატვირთვა კრიმინალური ჩანაწერით. ამ კვლევით გამოსვლაში, ადამ ფოსი, ბოსტონის საფოლკის მუნიციპალიტეტის რაიონული პროკურატურის პროკურორი, წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას რეფორმირებული მართლმსაჯულების სისტემაზე, რომელიც მრისხანებას ცვლის შესაძლებლობით, ადამიანების სიცოცხლის დანგრევას ვარჩიოთ მისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

რეშმა საუჯანი: ასწავლეთ გოგონებს სიმამაცე და არა სრულყოფილება.

TED2016

რეშმა საუჯანი: ასწავლეთ გოგონებს სიმამაცე და არა სრულყოფილება.
4,984,427 views

გოგონებს სრულყოფილებად ვზრდით, ბიჭებს კი მამაცებად, ამბობს, Girls Who Code-ის დამფუძნებელი, რეშმა საუჯანი. საუჯანმა ახალგაზრდა გოგონებისათვის რისკის გაწევა და პროგრამირების სწავლება ითავა. ორი უნარი, რომელიც საზოგადოებრივი პროგრესისთვისაა საჭირო. რეალურად ინოვაციებს ვერ მივაღწევთ, თუ მოსახლეობის ნახევარს უკან ჩამოვიტოვებთ, ამბობს რეშმა. "მინდა, რომ ყველა თქვენგანმა ყოველ ახალგაზრდა ქალს ვისაც კი იცნობთ, უთხრათ, რომ არასრულყოფილებამ კომფორტი არ დაურღვიოთ".

ალან ადამსი: რას ნიშნავს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა

TED2016

ალან ადამსი: რას ნიშნავს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა
2,709,056 views

მილიარდზე მეტი წლის წინ, შორეულ გალაქტიკაში ორი შავი ხვრელი სპირალში ჩაიკეტა, ისინი უდრეკად გაემართნენ ერთმანეთისკენ და შეეჯახნენ. "მთელი ეს ენერგია უშუალოდ დრო-სივრცის ქსოვილში გაიტყორცნა" ამბობს ფიზიკოს-თეორეტიკოსი ალან ადამსი, "რამაც სამყაროში გრავიტაციული ტალღების ნაკადის აფეთქება გამოიწვია." დაახლოებით 25 წლის წინ მეცნიერთა ჯგუფმა, ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, ასეთი ტიპის ტალღების საძიებოდ, გიგანტური ლაზერული დეტექტორი სახელად LIGO ააშენა. ამ შესანიშნავ გამოსვლაში ადამსი დეტალურად გვიყვება, თუ რა მოხდა 2015 წლის 14 სექტემბერს, როცა LIGO-მ საოცრად პატარა ანომალია დააფიქსირა, რამაც ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთ შთამბეჭდავ აღმოჩენამდე მიგვიყვანა.

ივან კოიოტი: რატომ გვჭრდება გენდერ-ნეიტრალური ტუალეტები

TEDxVancouver

ივან კოიოტი: რატომ გვჭრდება გენდერ-ნეიტრალური ტუალეტები
1,688,171 views

არის რაღაცეები რაც ჩვენ ყველას გვჭრდება: სუფთა ჰაერი, წყალი, საჭმელი, თავშესაფარი, სიყვარული და უსაფრთხო ადგილი მოსაშარდად. ტრანსგენდერებისთვის, რომლებიც არ ჯდებიან გენდერის ბინარულ ნორმაში, საზოგადოებრივი ტუალეტები მღელვარების ერთ-ერთ მთავარი წყაროა. ესაა ადგილი, სადაც ისინი დიდი ალბათობით გახდებიან დაკითხვის, ან დევნის მსხვერპლი. ამ პოეტურად რითმულ გამოსვლაში, ივან კოიოტი ეჭიდება გენდერული იდენტობის რთულ და უაღრესად პირად პრობლემას და აღნიშნავს გენდერ-ნეიტრალური ტუალეტების საჭიროებას ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.

იანის ვარუფაკისი: კაპიტალიზმი შეჭამს დემოკრატიას, ხმას თუ არ ამოვიღებთ

TEDGlobal>Geneva

იანის ვარუფაკისი: კაპიტალიზმი შეჭამს დემოკრატიას, ხმას თუ არ ამოვიღებთ
2,947,643 views

გიფიქრიათ, რატომ აღარ არიან პოლიტიკოსები ისეთები, როგორებიც ადრე იყვნენ? რატომაა, რომ თითქოს მთავრობა უძლურია გადაჭრას რეალური პრობლემები? ეკონომისტის და საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის იანის ვარუფაკისის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ დღეს-დღეობით შენ შეიძლება იყო პოლიტიკაში, მაგრამ არ გქონდეს ძალაუფლება, რადგან ნამდვილი ძალაუფება მათ უპყრიათ ხელთ, ვინც ეკონომიკას აკონტროლებს. ის ფიქრობს, რომ სუპერ მდიდრები და კორპორაციები პოლიტიკური სფეროს კანიბალიზაციით არიან დაკავებული, რაც ფინანსურ კრიზისს იწვევს. ამ საუბარში მოისმენთ მის საოცნებო სამყაროზე, რომელშიც კაპიტალი და შრომა აღარ ებრძვიან ერთმანეთს: "ისეთზე, რომელიც ერთდროულად ლიბერტარიანულიც არის, მარქსისტულიც და კენზიანურიც"

მაიკლ გრინი: როგორ გავაუმჯობესოთ მსოფლიო 2030 წლისთვის

TEDGlobal>London

მაიკლ გრინი: როგორ გავაუმჯობესოთ მსოფლიო 2030 წლისთვის
1,837,575 views

შევძლებთ თუ არა, მომდევნო 15 წლის განმავლობაში დავამარცხოთ შიმშილი და სიღარიბე, შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება და მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას? მსოფლიოს მთავრობებს მიაჩნიათ, რომ შევძლებთ. 2015 წლის სექტემბერში გაერთიანებლი ერების შეხვედრაზე, მათ 2030 წლისთვის მსოფლიოს განვითარების ახალი გლობალურ მიზნები დასახეს. სოციალური პროგრესის ექსპერტი მაიკლ გრინი წარმოგვიდგენს, თუ როგორ შეიძლება ეს მიზნები და უკეთესი მსოფლიოს მათეული ხედვა იქნას მიღწეული.

სანდრინ ტიურე: თქვენ შეგიძლიათ ტვინის ახალი უჯრედები წარმოქმნათ. გაჩვენებთ როგორც

TED@BCG London

სანდრინ ტიურე: თქვენ შეგიძლიათ ტვინის ახალი უჯრედები წარმოქმნათ. გაჩვენებთ როგორც
7,962,651 views

შეიძლება ზრდასრულებში ახალი ნეირონები წარმოიქმნას? ნეირომეცნიერი სანდრინ ტიურე ამბობს, რომ შეგვიძლია და გვთავაზობს კვლევას და პრაქტიკულ რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ ტვინებს ნეიროგენეზის განხორციელებაში და ამასთან ერთად გავიუმჯობესოთ განწყობა, გავიუმჯობესოთ მეხსიერება და აღმოვფხვრათ სიბერესთან დაკავაშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.

მაიკლ კიმელი: რატომ არის გენდერული თანასწორობა ყველასთვის კარგი, მათ შორის მამაკაცებისთვისაც

TEDWomen 2015

მაიკლ კიმელი: რატომ არის გენდერული თანასწორობა ყველასთვის კარგი, მათ შორის მამაკაცებისთვისაც
2,097,955 views

დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს სწორია, მაგრამ მაიკლ კიმელს მოჰყავს მოულოდნელი, სახალისო და პრაქტიკული არგუმენტები მამაკაცის და ქალის თანასწორობაზე სამსახურსა და სახლში. ეს არ არის ნულოვანჯამიანი თამაში, არამედ ორივესთვის მომგებიანია და შედეგად მეტი შესაძლებლობა და ბედნიერება მოაქვს ყველასთვის.

ელ სიდი: ქუჩის ხელოვნება იმედისა და მშვიდობის გზავნილით

TED2015

ელ სიდი: ქუჩის ხელოვნება იმედისა და მშვიდობის გზავნილით
1,581,298 views

საფრანგეთში დაბადებული ელ სიდი, რომელსაც ტუნიზიელი მშობლები ჰყავს, სხვადასხვა კულტურების, ენების და იდენტობების აღრევით ტკბება. ეს უმეტესად მის შემოქმედებაში აისახება, რომელიც არაბულ პოეზიას ქუჩის ხელოვნებაში და გრაფიტიში წარმოაჩენს. ამ მგზნებარე გამოსვლაში მხატვარი და აღგვიწერს საკუთარ ამბიციას შექმნას ისეთი ლამაზი ხელოვნების ნიმუში, რომელსაც თარგმანი არ დასჭირდება.

ჯიმი კარტერი: რატომ ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობაა

TEDWomen 2015

ჯიმი კარტერი: რატომ ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობაა
1,642,741 views

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, მისთვის ჩვეული სიმტკიცით, იხილავს სამ მოულოდნელ მიზეზს იმისა, თუ რატომ ირღვევა კვალვაც ქალთა უფლებები, ამდენი სხვადასხვა ფორმით და მსოფლიოს ამდენ სხვადასხვა ნაწილში - როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. საბოლოოდ რა მიზეზს ასახელებს? "ზოგადად, მამაკაცებს ჰკიდიათ"

ნიკ ბოსტრომი: რა მოხდება, როცა კომპიუტერები ჩვენზე ჭკვიანები გახდებიან?

TED2015

ნიკ ბოსტრომი: რა მოხდება, როცა კომპიუტერები ჩვენზე ჭკვიანები გახდებიან?
4,632,705 views

ხელოვნური ინტელექტი ნახტომისებური სისწრაფით ჭკვიანდება. კვლევების თანახმად, ამ საუკუნეში კომპიუტერულმა ხ.ი.-მა შეიძლება ადამიანის აზროვნებას მიაღწიოს. ამის შემდეგ, ამბობს ნიკ ბოსტრომი, ის ჩვენ დაგვეუფლება: "მანქანური ინტელექტი, კაცობრიობისთვის გამოსადეგი უკანასკნელი გამოგონება იქნება." ფილოსოფოსი და ტექნოლოგი ბოსტრომი, გვთავაზობს კარგად დავფიქრდეთ, მოაზროვნე მანქანებით მართულ მსოფლიოზე, რომელსაც ამჟამად ვქმნით. დაგვეხმარება ჩვენი ჭკვიანი მანქანები ადამიანის სახეობის და ჩვენი ღირებულებების შენარჩუნებაში, თუ ამის მაგივრად მათ საკუთარი ღირებულებები ექნებათ?

ტაკაჰარუ ტეზუკა: საუკეთესო საბავშვო ბაღი რაც კი გინახავთ.

TEDxKyoto

ტაკაჰარუ ტეზუკა: საუკეთესო საბავშვო ბაღი რაც კი გინახავთ.
5,156,281 views

ტოკიოს ამ საბავშვო ბაღში, 5 წლის ბავშვები ქმნიან "საცობს" და ფანჯრები განკუთვნილია სანტას ასაძრომად. ნახეთ მსოფლიოში საუკეთესო საბავშვო ბაღი, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა ტაკაჰარუ ტეზუკამ. თავის მომხიბლავ საუბარში, იგი გვაცნობს პროექტირების პროცესს რომელიც ბავშვებს რთავს ნებას იყვნენ ბავშვები.

დევიდ იგლმენი: შეგვიძლია ადამიანებისთვის ახალი გრძნობების შექმნა?

TED2015

დევიდ იგლმენი: შეგვიძლია ადამიანებისთვის ახალი გრძნობების შექმნა?
2,933,070 views

როგორც ადამიანებს, ჩვენ შეგვიძლია, რომ სინათლის ყველა ტალღიდან მხოლოდ მის ათ-მეტრილიონედზე ნაკლები აღვიქვათ. "რეალობის ჩვენი აღქმა", ამბობს ნეირომეცნიერი დევიდ იგლმენი, "ჩვენი ბიოლოგიით არის შეზღუდული." მას ამის შეცვლა სურს. მისმა კვლევამ ტვინის პროცესების შესახებ ახალი ინტერფეისების შექმნისკენ მიიყვანა - როგორიც სენსორული ჟილეტია - რომ მიიღოს აქამდე უხილავი ინფორმაცია ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ.

ბელ პეში: თქვენი ოცნებების განადგურების 5 გზა

TEDGlobal 2014

ბელ პეში: თქვენი ოცნებების განადგურების 5 გზა
5,370,012 views

ყოველ ჩვენგანს უნდა შექმნას რამე რევოლუციური პრიდუქტი, დააარსოს წარმატებული კომპანია, დაწეროს პოპულარული წიგნი. მაგრამ ცოტა ჩვენგანი თუ ახერხებს ამას. ბრაზილიელი ბიზნეს-მეწარმე ბელ პეში წარმოგვიდგენს 5 ადვილად დაჯერებად მითს, რომელიც თქვენი საოცნებო პროექტების განუხორციელებლობას უზრუნველყოფს.