TED Talks Education
ენჯელა ლი დაკვორთი: ხასიათის სიმტკიცე: გატაცების და შეუპოვრობის ძალა
ენჯელა ლი დაკვორთმა მიატოვა მაღალპროფესიული სამსახური კონსალტინგის სფეროში და ნიუ იორკის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასელებისთვის მათემატიკის სწავლება დაიწყო. ის მალევე მიხვდა, რომ IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) არ იყო ერთადერთი რამ, რაც წარმატებულ სტუდენტებს განასხვავებდა მათგან, ვისაც წარმატება რთულად ეძლეოდა. აქ, იგი განმარტავს თავის თეორიას "შეუპოვრობის" შესახებ, რომელიც მისი აზრით წარმატების განმსაზღვრელია.